თეგებით ძიება
20. 11. 2020 ბიზნესი

"ანინას" სამედიცინო პირბადეები - შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა

სოციალური საწარმო "ანინა", შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების სარეაბილიტაციო ცენტრის, "მზის სივრცის" ბაზაზე შეიქმნა.

საწარმოს უმთავრესი მიზანი ბენეფიციარების მშობლების დასაქმება იყო იმავე შენობაში, სადაც მათი შვილები დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ.

"ანინა" ქმნის ტანსაცმელს და აქსესუარებს ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის და განსაკუთრებული სიამაყით ვამობთ, რომ ის ერთადერთი ბრენდია მსოფლიოში, რომელიც კომუნიკაციას ამყარებს მომხმარებელთან შშმ ადამიანების თემაზე. ყველა ჩვენს ნაწარმს აქვს რომელიმე შეზღუდვის აღმნიშვნელი პიქტოგრამა, რომლის საშუალებითაც დედები, რომლებიც ამ ნაწარმს ქმნიან, თავიანთი შვილების შესახებ ყვებიან", - აცხადებს საწარმოს დირექტორი ინგა ლოლაძე.

"ანინას"  სამედიცინო პირბადეები - შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა


იმეგობრეთ " ანინასთან", მიიღეთ მაღალი ხარისხის, ეკომეგობრული პროდუქცია და მხარი დაუჭირეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს და მათი მშობლებს.

წინასაახალწლოდ, "ანინა" პირბადეების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

მათ მიერ წარმოებული პირბადეებს გააჩნია სამშრიანი, შიდა შრე სამედიცინო დამცავი ქსოვილი. გარე შრეები 100% ბამბა.

ვიზუალურად, პირბადეები საახალწლო ელემენტებითაა გაფორმებული.



"ლამაზი, ეკომეგობრული და ხალისიანი. შეიძინეთ თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის "ანინას" ფერადი პირბადეები სულ რაღაც 5 ლარად. ორივე მხარს ისეთი ფერები აქვს, ვერ გადაწყვეტთ რომელი მხრიდან ატაროთ. შეიქმენით წინასაახალწლო განწყობა და მხარი დაუჭირეთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს"



შესაკვეთად დაუკავშირდით https://www.facebook.com/AninaIndustrialUnit/

"ანინას" მისამართია: დ. უზნაძის 25. საკონტაქტო ნომერი: 591 92 88 44


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა