თეგებით ძიება
22. 11. 2020 სპორტი

„ბარსელონას“ ფეხბურთელები ხელფასების შემცირებას არ თანხმდებიან

ამასობაში, „ბარსელონამ“ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა განცხადება მოთამაშეებთან ხელფასის შემცირებაზე მოლაპარაკების შედეგების შესახებ.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო, კლუბის შეოსავალი 2020-21 წლების სეზონში 300 მილიონი ევროთი დაეცა, რაც „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას აიძულებს მოთამაშეთა ხელფასების კორექტირებას 191 მილიონი ევროთი. კლუბის განცხადებაში წერია, რომ ფეხბურთელებს 23 ნოემბერს ბოლო ვადა მიეცემათ მოსაფიქრებლად და გადაწყვეტილების მისაღებად.

„დაძაბული მოლაპარაკებების რამდენიმე დღის შემდეგ, მხარეებმა დაასრულეს კონსულტაციების პერიოდი, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

მხარეებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ 23 ნოემბერს წარმოადგენილი იქნება ბოლო ვადა გადაწყვეტილების მისაღებად“, – წერია განცხადებაში


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა