თეგებით ძიება
22. 11. 2020 სპორტი

რონალდუმ დუბლი გაიფორმა

იტალიის ჩემპიონატის მე-8 ტურში „იუვენტუსმა“ „კალიარის“ მოუგო. შეხვედრა ტურინელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მეტოქის კარში 38-ე და 42-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ შეაგდო.

„იუვენტუსმა“ მიმდინარე ჩემპიონატზე ჩატარებული 8 მატჩიდან 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, 16 ქულით ჯერჯერობით მეორე ადგილზეა და 28 ნოემბერს სტუმრად „ბენევენტოს" შეხვდება, ხოლო იქამდე 25 ნოემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ფერენცვაროშს" უმასპინძლებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა