თეგებით ძიება

გაუგებრობები ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიური განმასხვავებლების გამო - რატომ ხდება უსიხარულო ჩვენი ურთიერთობები?!

ამ ქვეყნად ყველას გვსურს ვიყოთ საყვარელი, ვუყვარდეთ, გვიყვარდეს... ვიღებდეთ და გავცემდეთ სიყვარულს..

თუმცა რატომ ხდება რომ ზოგჯერ უსიხარულო ხდება ჩვენი ურთიერთობები?! ზოგჯერ მარტო ვგრძნობთ თავს?!

ზოგჯერ გვენატრება ადამიანი კი არა, ჩვენი საკუთარი თავიც გვენატრება, ის გვენატრება, ვინც ვართ ხოლმე მასთან ერთად...

ამ დროს ხშირად რას ვაკეთებთ?! ვცვლით ნაბიჯებს, ქმედებს თუ ისევ იგივე ნაბიჯებით მივუყვებით, რომელმა ნაბიჯებმაც ამ ნიშნულამდე მიგვიყვანა და უბრალოდ ვწუხვართ და გვგონია რომ ჩვენი წუხილი შეცვლის რამეს?!

ძვირფასო ქალბატონებო, პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი პირადი ურთიერთობების მოგვარებაში.

ასევე, სპეციალურად თქვენთვის, მომდევნო კვირაში აღნიშნულ თემაზე იქნება სამოტივაციო ვიდეო ბლოგი, რაც დაგეხმარებათ პირადი თუ საქმიანი ცხოვრების ნიშნულის აწევაში.

ჩვენ უნდა დავიწყოთ შესწავლა შესწავლა საპირისპირო სქესის. საპირისპირო სქესის ფსიქოლოგიური განმასხვავებლების და ამის შემდგომ ჩვენ აუცილებლად გაგვიადვილდება გავიგოთ ესა თუ ის ქცევა, სიტყვა თუ დამოკიდებულება, რაც ხშირად იმედს გვიცრუებს, გვწყინს, ურთიერთობებს გვიფუჭებს და უბრალოდ უსიცოცხლო ურთიერთობებად აქცევს, იამს რასაც ვეფერებოდით და გვავსებდა.

ჩვენ მთელ რიგს საკითხებს ვუყურებთ და ვხსნით ჩვენი გადმოსახედიდან, ჩვენი ფსიქოლოგიური მახასიათებლების ათვლის წერტილი და ხედვები ხდება, საპირისპირო სქესის ქცევების შეფასების კრიტერიუმად..თუმცა ჩვენ ხომ ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან და შესაბამისად ამ სხვაობების შესწავლით მოხდება მხოლოდ და მხოლოდ, ჰარმონიული გავხადოთ ურთიერთობები...

ნახეთ მაგალითს მოგიყვანთ:

ქალბატონებს ძალიან გვსიამოვნებს ყურადღება, გვსიამოვნებს რომ გვირეკვას ჩვენი რჩეული, გვწერს, მრავალჯერ გვკითხულობს დღის მანძილზე და ჩვენც ზუსტად ისე ვიქცევით როგორც ჩვენთვის არის სასიამოვნო და მისაღები... ყურადღებას ვარქმევთ ამ ყველაფერს და გვიკვირს, იგი რატომ არ იქცევა ზუსტად ასე, რატომ არ გვირეკავს, გვწერს ასე „გამუდმებით“...

ვნახოთ ახლა საპირისპირო სქესთან რა ხდება?!
მამაკაცები ამ ყველაფერს ყურადღებად არ აღიქვამენ, (აქ რათქმაუნდა არ ვგულისხმობ რომ საერთოდ არ უნდა დავურეკოთ, მივწეროთ და აშ.. მეორე უკიდურესობაში რომ არ გადავვარდეთ) მამაკაცები ამას აღიქვამენ კონტროლად, დიახ კონტროლად, რაც ძალიან არ უყვართ...

ამის შემდგომ კი იწყება მათი გაღიზიანება..

ნახეთ ხომ მარტივი დეტალია, თუმცა ზუსტად ამ მარტივ დეტალებს შეუძლიათ ნელნელა ურთიერთობები უსიხარულო ურთიერთობებად ჩამოაყალიბონ..სადაც არც ძველებური ხალისი და ბედნიერებაა..

იმ შემთხვევაში, თუ წყვილი ითვალისწინებს ერთმანეთის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, იმას რომ ერთს ეს ყურადღებად მიაჩნია და მეორეს კონტოლად, ხომ მარტივია, უბრალოდ მამაკაცმა მეტად მოიკითხოს ქალი, რადგან ეს მას ძალიან ახარებს. ხოლო ქალმა გაითვალისწინოს რომ ეს მისთვის კონტროლად აღიქმება, არ სიამოვნებს, არ მოსწონს, ღიზიანდება, და უბრალოდ უფრო შეამციროს გასაგზავნი ტექსტების მოცულობა და სიმრავლე, ნაკლებად დაურეკოს..

მერწმუნეთ იგი მისით დარეკავს, მოგწერთ, უფრო მოენატრებით, ჩვეულზე მეტად რომ შეამცირებთ იმ აქტივობას, რომელიც მისთვის კონტროლია...

ეს ერთ-ერთი მარტივი მაგალითია, და მსგავსი სხვაობები უამრავი გვაქვს, რასაც კამათი და გაბრაზება კი არა, შესწავლა სჭირდება ჩვენგან...

გვინდა თუ არა, მოგვწონს თუ არა, ჩვენ განვსხვავდებით ერთმანეთისგან და თუ ამ სხვაობების შესწავლას და პატივისცემას დავიწყებთ, ჩვენი ურთიერთობები კარგად დადგმულ ქორეოგრაფიულ ცეკვას დაემსგავსება, სადაც სინქრონში ვმოძრაობთ ერთად...

ამ თემაზე ჩვეულ დავალებას არ მოგცემთ წერილობით, რადგან სულ მალე შევხვდებით ვიდეო ფორმატით, სადაც ვისაუბრებ „ქალისა და მამაკაცის ფსიქოლოგიურ განმანსხვავებლებზე“

ურთიერთოებით ტკბობას გისურვებთ ყველას!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა