თეგებით ძიება
22. 11. 2020 სპორტი

საჩხერის \'\'ჩიხურამ“ თბილისის \'\'მერანს“ მოუგო და სამი ქულით გაასწრო

ეროვნულ ლიგაში მე-16 ტურის მორიგი შეხვედრა თბილისის „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართა – თბილისის „მერანმა“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და დამარცხდა.

ანგარიში მე-5 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს – რევაზ გეწაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ კარის წინ დავით ბოლქვაძემ მცველს დაასწრო და თავით ზუსტად დაარტყა 1:0. ეს მიმდინარე სეზონის ყველაზე „ხანდაზმული“ გოლი იყო – გოლის ავტორი 40 წლისაა.

თბილისელებს დაწინაურების შანსიც ჰქონდათ, მაგრამ მომენტებით ვერ ისარგებლეს, რისთვისაც საჩხერელებმა „მერანი“ დასაჯეს – 53-ე წუთზე, თენგიზ წიქარიძის გადაცემის შემდეგ საჯარიმოში კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა „ჩიხურას“ თავდამსხმელმა გიორგი ბუხაიძემ წონასწორობა აღადგინა 1:1. 69-ე წუთზე კი წიქარიძემ ეფექტური დარტყმით საჩხერელები დააწინაურა 1:2. მასპინძლებს გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ ბოლო წუთებზე საჩხერელთა მეკარე გიორგი ბეგაშვილმა „ჩიხურა“ ორჯერ გადაარჩინა და „ჩიხურამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა 1:2.

16 ტურის შემდეგ საჩხერის „ჩიხურამ“ 9 ქულა დააგროვა, თბილისის „მერანს“ (6 ქულა) 3 ქულით გადაასწრო და ბოლო ადგილს თავი დააღწია. აღსანიშნავია, რომ წელს საჩხერელებმა ორი თამაში მოიგეს და ორივე „მერანთან“, რომელსაც 16 ტურის შემდეგაც კი თამაში არ მოუგია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა