თეგებით ძიება

5 მითი სექსის შესახებ

მითი 1: კაცებს კოცნის დროს უყვართ ენის აქტიურად გამოყენება.
სიმართლე: დიახ, ბევრს მოსწონს ფრანგული კოცნა, მაგრამ არა ყველას. უილიამ კეინმა, რომელიც წიგნის „კოცნის ხელოვნების" ავტორია, გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც 50 000 კაცი მონაწილეობდა და გამოავლინა, დაახლოებით, 30 სახეობის კოცნის მეთოდი, რომლებიც კაცებს მოსწონთ და სულაც არ სურთ, ვინმე მათ პირში ენას უტრიალებდეს.


მითი 2: კაცები მიიჩნევენ, რომ „ხელით მუშაობა“ მოსაწყენია, რადგან ამ პროცესს თავადაც კარგად უმკლავდებიან.
სიმართლე: ვიღაც ამას დაეთანხმება, მაგრამ ბევრი - არა. იმისთვის, რომ ისწავლოთ, როგორ უნდა „იმუშაოთ ხელით“ ისე, რომ პარტნიორისთვის ეს უმტკივნეულო და სასიამოვნო იყოს, მიმართეთ მასტერკლასისთვის თავად პარტნიორს - გვირჩევენ სექსოლოგები. დიახ, სწორად გაიგეთ.


მითი 3: მას სურს, ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდეს.
სიმართლე: კაცებმა იციან, რაც უფრო დიდხანს მიდიან ორგაზმამდე, მით უფრო მძაფრია ორგაზმი. მაშინ, რა არის პრობლემა? ამის თქმა უფრო მარტივია, ვიდრე შესრულება. ვიცით, რომ კაცისთვის ორგაზმის შეკავება არც ისე ადვილია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას მაშინვე სურს ეაკულირება, როგორც კი სექსუალური აქტი დაიწყება. ისარგებლეთ სასიყვარულო აქტის გახანგრძლივების სხვადასხვა ტექნიკით და ორივე კმაყოფილი დარჩებით.


მითი 4: მას არ უნდა, რომ კბილებით შეეხოთ მის პენისს.
სიმართლე: რა თქმა უნდა არავის სურს, რომ მგრძნობიარე ადგილებში ვინმე კბილებით ეძგეროს, მაგრამ ნაზი კბენა, დასაშვებია. პრობლემა მხოლოდ მაშინ იქმნება, როდესაც კბილები კანს აზიანებს და კბენა საკმაოდ ძლიერია.


მითი 5: თუკი ინტიმურ სფეროში საკმაოდ თამამი და „ნასწავლი“ ხართ, ის პატივს არ გცემთ ან არ ისურვებს თქვენთან სერიოზულ ურთიერთობას.
სიმართლე: ხომ არ დაგავიწყდათ, რომელ საუკუნეში ვცხოვრობთ? ნუთუ, მართლა გჯერათ ამ სისულელის? ნებისმიერი კაცი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს, კარგად აცნობიერებს, რომ თანამედროვე ქალს სურს, მიიღოს სიამოვნება და, ასევე, ასიამოვნოს საყვარელ კაცს, რისთვისაც ნებისმიერ შეზღუდვაზე უარს ამბობს და არ ფიქრობს, რა არის „დასაშვები“ და რა არის „მიუღებელი“ საწოლში.





თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა