თეგებით ძიება
22. 11. 2020 ბიზნესი

კარაველა - პატარების სათავგადასავლო სივრცე!

თუ ბავშვობაში ოთახში დასამალ სივრცეს ქმნიდით და თქვენივე ხელებითა და ფანტაზიით ცდილობდით სახლში „სახლი“ აგეშენებინათ, ამის სურვილს შემდეგ თქვენს შვილშიც შენიშნავთ.

განმარტოება, ზეწრებით ჩამოფარებულ სივრცეში ყოფნა და მეგობრებთან ერთად გეგმების ჩუმად დაწყობა თითქმის ყველა ბავშვის მოთხოვნილება და გართობის ერთგვარი საშუალებაა.

სამ წელზე მეტია, რაც ქართულ ინტერნეტსივრცეში „კარაველა“ გამოჩნდა, რომელმაც პატარებს ამ სურვილის ასრულებაში პროფესიონალური დახმარება შესთავაზა.

ნატურალური მასალებით და ხელით შექმნილი კარვები უკვე მზა სივრცეა ყოველდღიური თავგადასავლების მოსაწყობად. ქართული ბრენდის დაარსებას წინ ბავშვების სიყვარული უდევს საფუძვლად, ამიტომაც აქ მათი კეთილდღეობისათვის თითოეულ დეტალს საგულდაგულოდ წონიან.

კარაველა - პატარების სათავგადასავლო სივრცე!


კარაველა“ ორი ტიპის, ბამბის და ტილოს ქსოვილით მუშაობს. ორივე მათგანი ბავშვების თეთრეულის შესაკერად გამოიყენება. კომპლექტში კარავს რბილი ლეიბი, ორი ბალიში და დეკორაციული დროშები მოყვება. თუმცა კარავი ერთადერთი პროდუქტი არაა, რომელსაც ამ ქართული კომპანიის მეგობრულ სახელოსნოში დიდი მონდომებით ქმნიან.



კარაველა“ ამზადებს ხელნაკეთ საქანელებს ოთახში და ეზოში ჩამოსაკიდად, წინსაფრებს ხატვისა და საჭმელების მოსამზადებლად, წელის თუ გადასაკიდ მხიარულ ჩანთებს, დეკორატიულ ფარდებს და რბილ სათამაშოებს.



ხელნაკეთი კარავი და საქანელა სასარგებლოა არამხოლოდ სახლში, ბავშვის ინდივიდუალური განვითარებისთვის, არამედ საბავშვო ბაღებსა და სივრცეებში, სადაც პატარები ერთად ხშირად იკრიბებიან. ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც პატარა თავისუფალ დროს მიმართავს, კარავში გადანაცვლებით ის უფრო სახალისო და საინტერესო გამოცდილებას შესძენს.

გაახარეთ ბავშვები კარაველას კარვებით და შეუქმენით მათ პირადი სივრცე!

ამ სილამაზეების შესაძენათ, ესტუმრეთ "კარაველას" წინამძღვრიშვილის 109-ში, ან დაუკავშირდით ტელ: 591210885


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა