თეგებით ძიება
23. 11. 2020 მსოფლიო

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, დეკემბერში დაიწყოს

აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შესაძლოა, 11-12 დეკემბერს ოფიციალურად დაიწყოს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვაქცინის დაჩქარებული შემუშავების Operation Warp Speed-ის პროგრამის ხელმძღვანელის, მონსეფ სლაუის თქმით, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დეკემბრის მეორე კვირაში მოსახლეობის პირველ ნაკადს ჩაუტარდება.

„ჩვენი გეგმაა, ვაქცინა, დამტკიცებიდან 24 საათში, იმუნიზაციის ცენტრებში გავაგზავნოთ“, – განაცხადა სლაუიმ.

კომპანიებმა „პფაიზერმა “ და „ბიოენტექმა“„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებისთვის ავტორიზაციაზე მოთხოვნა პარასკევს შეიტანეს. აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციის (FDA) ვაქცინების საკონსულტაციო კომიტეტი ვაქცინის ნებართვის გაცემის საკითხის 10 დეკემბერს განიხილავს.

„პფაიზერისა“ და გერმანული კომპანია „ბიოენტექის“ ინფორმაციით, მათ მიერ შემუშავებული ვაქცინა 95 პროცენტით ეფექტურია და სერიოზული გვერდითი მაჩვენებლები არ აქვს.

1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა