თეგებით ძიება
23. 11. 2020 სპორტი

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გადაიდო

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ფეხბურთელების კორონავირუსით ინფიცირების გამო, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის ფინალი გადაიდო.

„დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.

​მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს „კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის“ წარმომადგენლები – წყალტუბოს „სამგურალი“ და „გაგრა“ დაუპირისპირდებიან“,- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა