თეგებით ძიება
23. 11. 2020 მსოფლიო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა დააპატიმრონ

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს წინაშე გამოცხადდება. მასთან ერთად სასამართლოში წარდგებიან მისი ადვოკატი, ტიერი ერცოგი და ყოფილი მოსამართლე, ჟილბერ აზიბერი.

აღნიშნული პროცესი დაკავშირებულია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ სარკოზისა და მის ადვოკატს ბრალად სდებენ და ედავებიან ყოფილი მოსამართლის, ჟილბერ აზიბერისთვის ქრთამის გადაცემას. პროკურორის განცხადებით, ნიკოლა სარკოზი აზიბერის მოქრთამვას ცდილობდა და გამოძიებისთვის ინფორმაციის დამალვის სანაცვლოდ მონაკოში სამსახურს სთავაზობდნენ.

როგორც ირკვევა, საქმე ეხება 2007 წელს სარკოზის საარჩევნო კამპანიისთვის უკანონო შემოწირულობების გამოყენების საკითხს. იმ შემთხვევაში თუ დეკემბერში სარკოზის ბრალი დაუმტკიცდა, მას 10 წლიანი პატიმრობა ემუქრება. მას აგრეთვე მოუწევს ჯარიმის სახით მილიონი დოლარის გადახდა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა