თეგებით ძიება
23. 11. 2020 მსოფლიო

მეცნიერმა თავი გაწირა, რომ გველის ნაკბენის სიმპტომები აღეწერა

კარლ პიტერსონ შმიდტი შხამიანი გველის ნაკბენიდან გარდაცვალებამდე, რაც 24 საათზე ნაკლები გაგრძელდა, დღიურს აწარმოებდა.

კარლ პატერსონ შმიდტი 1890 წელს ილინოისის შტატში, გერმანელი პროფესორის ოჯახში დაიბადა. დაამთავრა პრესტიჟული კორნელის უნივერსიტეტი, რის შემდეგაც ახალგაზრდა მეცნიერის კარიერა სწრაფად და ბრწყინვალედ განვითარდა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილი არა სამეცნიერო აღმოჩენების წყალობით, არამედ ტრაგიკული და ამავე დროს გმირული სიკვდილის გამო გახდა.

1957 წლის 25 სექტემბერს შმიდტმა მუშაობა დაიწყო ლინკოლნ- პარკის ზოოპარკის დირექტორის მიერ მისთვის გაგზავნილი გველის იდენტიფიკაციაზე. მეცნიერმა 1,5 მეტრის სიგრძის მწვანე გველში ადვილად ამოიცნო აფრიკული ბუმსლანგი, მაგრამ არც შმიდტმა და არც პლანეტის სხვა ჰერპეტოლოგმა იცოდა, რომ ბუმსლანგის შხამი ადამიანისთვის მომაკვდინებელია.

საერთოდ, ბუმსლანგი არაკონფლიქტური გველია. ის ცდილობს, რომ ადამიანს არ შეუტიოს და კბენს მხოლოდ მასზე თავდასხმის შემთხვევაში.

”დოქტორ რობერტ ინგერს გველი ყოველგვარი დამცავი ზომების გარეშე გამოვართვი და გველმა მაშინვე მარცხენა ხელის ცერის ძვლის რბილ ქსოვილში მიკბინა. გველის პირი ფართოდ იყო გახსნილი, მაგრამ რბილ ქსოვილში მთლიანად, სამივე მილიმეტრით მხოლოდ მისი მარჯვენა კბილი შევიდა“ - ეს მომხდარის შესახებ შმიდტის დღიურში გაკეთებული პირველი ჩანაწერია.

მომდევნო 24 საათში ის კიდევ ათობით ჩანაწერს გააკეთებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესახებ.

იცოდა თუ არა შმიდტმა, რომ ეს მისი ცხოვრების ბოლო დღე იყო? არსებობს ვერსია, რომლის თანახმად, მეცნიერს ესმოდა ბუმსლანგის ნაკბენის საბედისწერო შედეგები, მაგრამ უარი თქვა ანტიდოტზე, რომ სიმპტომების ბუნებრივი მიმდინარეობისთვის ხელი არ შეეშალა.

მეორე ვერსიით, ჰერპეტოლოგმა უბრალოდ არ იცოდა, რომ ბუმსლანგის შხამს შეუქცევადი შედეგები აქვს. სავარაუდოდ, მას იმედი ჰქონდა, რომ მძიმე მოწამვლას გადაურჩებოდა და სიმპტომების აღწერით მეცნიერებას გაამდიდრებდა, შხამს სხვა გეგმები ჰქონდა.

”4:30 - 17:30 სთ. ძლიერი გულისრევა, მაგრამ ღებინება არ არის. სახლში მატარებლით წავედი.
დილის 5:30 საათიდან საღამოს 6:30 საათამდე. ცხელება, ტემპერატურა 38,7 ° ჩ. დაახლოებით 5:30 საათზე დაიწყო ლორწოვანი გარსიდან, ძირითადად, ღრძილებიდან სისხლდენა.
საღამოს 8:30. ვჭამე ორი ბუტერბროდი.
დილის 9:00 საათიდან საღამოს 12:00 საათამდე.
მეძინა. 12:20 საათზე მოვშარდე. შარდში არის სისხლი, მაგრამ ცოტა. დილის 4:30 საათზე დავლიე ერთი ჭიქა წყალი, რის შემდეგაც თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი და გული ამერია. ამის შემდეგ თავი გაცილებით უკეთ ვიგრძენი და დილის 6:30 საათამდე მეძინა.
26 სექტემბერი. დილის 6:30 საათი. ტემპერატურა 36.8 ° ჩ. საუზმეზე მივირთვი ფაფა, კვერცხი და ყავა. უკვე სამი საათია, შარდში სისხლი არ შეინიშნება. ცხვირიდან და ღრძილებიდან სისხლისდენა გრძელდება, მაგრამ უმნიშვნელოდ.

სადილის შემდეგ შმიდტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და დახმარებისთვის ცოლს დაუძახა. ექიმების მოსვლის დროს მეცნიერს აღარაფერი ესმოდა. ის იხრჩობოდა და თვალებიდან სისხლი სდიოდა. დღის სამ საათზე, უკვე საავადმყოფოში, ექიმებმა მეცნიერის სიკვდილი დაფიქსირეს.

გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ შმიდტი ძლიერი შინაგანი სისხლდენის გამო გარდაიცვალა. პრაქტიკულად, ყველა შინაგანი ორგანო - გულიდან და თირკმლებიდან ტვინამდე სისხლისგან დაიცალა.

კოლეგის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, ჰერპეტოლოგები და ექიმები დიდხანს კამათობდნენ, იყო თუ არა შესაძლებელი შმიდტის გადარჩენა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ბუმსლენგის საწინააღმდეგო, სპეციფიკური ანტიდოტი ჯერ კიდევ არ არსებობდა და არავინ იცის, იმოქმედებდნენ თუ არა სხვა ანტიდოტები.

კარლ პატერსონ შმიდტი ისტორიაში შევიდა, როგორც თავისი საქმის ერთგული ადამიანი, რომელმაც მეცნიერებას თავი შესწირა.

სწორედ შმიტის მსგავსი მეცნიერების წყალობით მტრის შესახებ ყველაფერი ვიცით და თავს გაცილებით დაცულებად ვგრძნობთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა