თეგებით ძიება

სიყვარული თუ დამოკიდებულება - როდის მოაქვს გრძნობას ზიანი?

მთელ დღეს საყვარელი ადამიანის გვერდით ატარებთ და ბედნიერებისგან ღრუბლებში დაფრინავთ, მაგრამ ხვალ თუ ტელეფონზე არ გიპასუხათ, ბედნიერებას შფოთვა, რისხვა და სასოწარკვეთა შეცვლის. შეამოწმეთ სიყვარულია ეს თუ დამოკიდებულება - გვირჩევს ოჯახის ფსიქოლოგი დარლენ ლანსერი.

ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბება შავ ხვრელში ჩავარდნას ჰგავს: გეჩვენებათ, რომ ყველაფერი რიგზეა, რომ თქვენი ცხოვრება ძველებურად მიედინება, მაგრამ ვერ ამჩნევთ, რომ რეალურად, ყველაფერი შეიცვალა. თქვენი ცხოვრება ნელ-ნელა ივსება შფოთვით, გაღიზიანებით და მტკივნეული ფანტაზიებით. მალე თქვენი სამყაროს ცენტრში საყვარელი ადამიანის ინტერესები აღმოჩნდება. თუ ეს ადამიანი მანიპულირებისა და ფსიქოლოგიური ვამპირიზმისკენ არის მიდრეკილი, ურთიერთობა შეიძლება კატასტროფად იქცეს.

გრძნობთ, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ
დამოკიდებულება არის იმ ადამიანზე მოთხოვნილების გაჩენა, რომელსაც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ვაკუუმის შევსება შეუძლია. როდესაც გრძნობთ, რომ მარტოსული ხართ და მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და ამ დროს ვიღაც საშველად თოკს გადმოგიგდებთ - ის, ვისაც თქვენი მოსმენა და დახმარება შეუძლია და ვისაც სრულად ენდობით.. მაგრამ სიყვარული საჭიროება არ არის. ეს ჯანმრთელი, ორმხრივი გრძნობა შესაძლებელია მხოლოდ თვითკმარ ადამიანებს შორის.

დამოკიდებულებისკენ მიდრეკილ ადამიანს არ აქვს მკაფიო საიდენტიფიკაციო და პიროვნული საზღვარი - მე ვარ მე. ამის ნაცვლად, ის ფიქრობს - მე არ ვიცი, ვინ ვარ. მისი პიროვნება ადვილად იმ ადამიანებზე დამოკიდებული, ვისთანაც ურთიერთობს. შედეგად, ასეთი ადამიანი შეპყრობილი ხდება თავისი როგორც თავად ფიქრობს, განუზომელი სიყვარულის ობიექტით. ასეთ დამოკიდებულებას აძლიერებს ილუზია: ”რაც უფრო ახლოს ვარ შენთან, მით უფრო მკაფიოა ჩემი იდენტობა”. პიროვნული "მე"-ს სხვის პიროვნებასთან დაკავშირებით დამოკიდებული ადამიანი კარგავს თავისუფალ ნებას და ცალკე არსებობის შესაძლებლობას.

მისგან ყველაფერი ერთდროულად გინდათ
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ ჩვენი ინტერესის ობიექტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველაფერს, რასაც მისგან ველით და ვაიძულებთ ჩვენი წარმოდგენა იდეალზე იტვირთოს. ეს შეიძლება იყოს ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები: მაგალითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სხვას უთქმელად ესმოდეს ჩვენი, პატივს სცემდეს ჩვენს სურვილებს, მაგრამ ამავე დროს, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩვენს ნაცვლად მიიღოს. ადრე თუ გვიან, ასეთი დამოკიდებულება იმედგაცრუებას და რეალობის შეცვლის სურვილს გამოიწვევს.

ნებისმიერ ჯანმრთელ ურთიერთობაში ყოველთვის არის იდეალიზაციის პერიოდი. მაგრამ როდესაც ის მთავრდება, სიყვარული რჩება. იმის მიხედვით, როგორ ვითარდება ურთიერთობა, პარტნიორებს შორის ნდობა იზრდება, ისინი ერთმანეთს უფრო უახლოვდებიან. იმის ნაცვლად, რომ პარტნიორის გადაკეთებას ვეცადოთ (თუ ის რაიმე მიზეზით ჩვენს წარმოდგენებს არ აკმაყოფილებს), ჩვენ მას ვიღებთ.

ჯანმრთელი და დამოკიდებული ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით ვითარდებიან. დამოკიდებულ ურთიერთობაში გვჯერა, რომ მთავარ საქმეს „მაგია" და „ქიმია" შეასრულებს. ჯანმრთელ ურთიერთობებში კი ადამიანები გამუდმებით მუშაობენ, სწავლობენ და ეცნობიან პარტნიორს და მათი სიყვარული გამოცდების გადალახვით იზრდება.

გსურთ, რომ ის მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ
დამოკიდებულებაზე აგებულ ურთიერთობას ხშირად ეჭვიანობა ახასიათებს. ის თავდაუჯერებლობისგან მომდინარეობს და ზოგჯერ, კლინიკურ პარანოიამდე აღწევს. დამოკიდებული ადამიანი გამუდმებით ათვალიერებს საყვარელი ადამიანის გვერდებს სოციალურ ქსელებში, აანალიზებს მის თითოეულ სიტყვას და ზოგჯერ უთვალთვალებს კიდეც. ზოგჯერ,დამოკიდებული ადამიანის ყურადღების ობიექტი შეიძლება ამ ურთიერთობას სერიოზულადაც კი არ თვლიდეს.

ნამდვილი სიახლოვე მშვიდ ნდობას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ეჭვიანობა შეიძლება სრულიად ჯანსაღ ურთიერთობებშიც გაჩნდეს, მაგრამ ასეთ დროს ადამიანს ჯერ სჯერა და მხოლოდ ამის შემდეგ ეჭვიანობს. ის მშვიდად აღიქვამს, რომ მისი პარტნიორი სხვადასხვა, მათ შორის, ძალიან მიმზიდველ ადამიანებთან ურთიერთობს. თუ საყვარელ ადამიანზე სრული კონტროლი გჭირდებათ, ეს უკვე დამოკიდებულების ნიშანია და მისი დაკარგვის გეშინიათ.

გეჩვენებათ, რომ თქვენ შორის იდუმალი კავშირია
გარშემო მყოფებს შეიძლება სჯეროდეთ, რომ თქვენ საერთო არაფერი გაქვთ, რომ თქვენი ურთიერთობა მხოლოდ დაპირისპირება და ჩხუბია, მაგრამ თქვენ ამის დაჯერებაზე უარს ამბობთ. გეჩვენებათ, რომ სწორედ მას ესმის თქვენი ყველაზე უკეთ. ეს ჩვენი არაცნობიერის ქმედების შედეგია. საკუთარ თავზე. თუ სტრესი გაქვთ, თავს დაუცველად გრძნობთ, თუ ქვეცნობიერად მიგაჩნიათ, რომ დახმარება გჭირდებათ, მიიზიდავთ ადამიანებს, რომლებიც იმავეს განიცდიან. თქვენ საფრთხეს ვერ იგრძნობთ, რადგან თქვენთვის თავად სიტუაცია ნაცნობია. მაგრამ ეს მატყუარა გრძნობაა: ასეთი ურთიერთობა სტრსს და დაუცველობას მხოლოდ გააძლიერებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა