თეგებით ძიება

სასიყვარულო ტესტი: "როგორ ურთიერთობაში ხართ ახლა და როგორი ურთიერთობის მოდელი არსებობს თქვენს ქვეცნობიერში“

ინტუიციურად და ნუმერაციის მიხედვით აირჩიეთ ფოტო და პასუხში იხილავთ, თუ როგორ ურთიერთობაში ხართ ეხლა ან როგორ ურთიერთობაში გსურთ თქვენი თავის დანახვა.

ასევე პასუხში წაიკითხავთ პატარა ნიუანსებსებს, თუ რა გიშლით ამ ეტაპზე ხელს და იხილავთ დამხმარე მინიშნებებს, რათა უკეთესად მოაწესრიგოთ თქვენი პირადი ურთიერთობა:

სასიყვარულო ტესტი: "როგორ ურთიერთობაში ხართ ახლა და როგორი ურთიერთობის მოდელი არსებობს თქვენს ქვეცნობიერში“


ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სასიყვარულო ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ ქვეცნობიერის დონეზე გაიგოთ და გააანალიზოთ, რა ხდება თქვენ პირად ურთიერთობაში ან რა უნდა შეცვალოთ, რომ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა გქონდეთ:

1. პირველი ფოტო ძლიერ ქალზეა, რომელიც მამაკაცის თანასწორია, ზოგჯერ ძლიერი ქალის წინააღმდეგია სოციუმი, რადგან ის ანგრევს კლიშეებს და ახალ ისტორიას წერს. წყვილში შეგიძლიათ იყოთ ძლიერი, ლიდერი ქალი, თქვენი მამაკაცი კი თქვენი მხარდამჭერი, შესაძლოა თქვენ მასზე მეტს გამოიმუშავებთ, მამაკაცი გითმობთ პირველობას, ყველანაირად ხელს გწყობთ, გეხმარებათ, რადგან სჯერა თქვენი შესაძლებლობების, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თვითონ სუსტია, არამედ პირიქით, მას შეუძლია როგორც ქალღმერთს პატივი გცეთ და გაგაძლიეროთ, ამავდროულად ის სხვა კუთხით იქნება წამყვანი, თავისი განვითარება აქვს... მაგრამ ორივეს ახერხებს, თქვენც გაძლიერებთ და საკუთარ განვითარებაზეც მუშაობს...
მთავარია იცოდეთ, ურთიერთობის რა მოდელია თქვენთვის კომფორტული. არც სოციუმს უნდა უსმინოთ, არც სხვას, მხოლოდ თქვენთვის უნდა გააცნობიეროთ თუ რა არის თქვენთვის კომფორტული, ემოციური სიახლოვე თუ თავისუფლება, თქვენ თუ ლიდერი ხართ, აქ არაა მთავარი თქვენ ხართ ძლიერი თუ თქვენი მამაკაცი. ვინც ეს ფოტო აირჩია და ჯერ კიდევ მეწყვილეს ძებაშია, მან უნდა აირჩიოს ნათელი ადამიანი მეუღლედ და არა ის, რომელიც მუდმივად მეტექეობას გაუწევს პირველობაში.

2. ქალი, რომელიც არასტანდარტული ცხოვრებით ცხოვრობს - მან უნდა აირჩიოს ისეთი მამაკაცი, რომელთანაც საერთო ინტერესები გააჩნია, ორივე თავგდასავლების მაძიებელნი და შემოქმედნი არიან, რათა მათი თანაცხოვრება უფრო საინტერესო იყოს.

3. ქალი, რომელიც იოლად შედის მსხვერპლის როლში, ეს მდგომარეობა კი საგვარეულო ხაზით გადმოეცა. კეთილი, გახნილი ადამიანი ხართ, რომელსაც სხვების დახმარება და გადარჩენა სურს მუდმივად, მასში უფრო სადო–მაზოხისტური მოდელია, ადვილად ექცევა სხვების გავლენის ქვეშ და ურთიერთობაზე მიჯაჭვულობას განიცდის.

4. ქალი, რომელიც თავდაჯერებულია და ურთიერთობას გონებით მართავს, საკუთარი ღირებულებები გააზრებული და ინტერესები კარგად აქვს, თუმცა ნაკლებად გრძნობს პარტნიორის განწყობას. ბალანსი აუცილებელი არის, რადგან წყვილში ინტერესები და შეგრძნებები ზუსტად იყოს გაგებული და გაცნობიერებული.

5. ქალი, რომელიც სიყვარულით და ოპტიმისტით აწყობს ურთიერთობას, წვრილმანებიც კი აბედნიერებს ურთიერთობაში და ქმნის სიყვარულის სივრცეს. ზუსტად იცის, როგორ გადასცეს მეწყვილეს მადლიერება ამ წვრილმანებისათვის, სულაც არ არის აუცილებელი არჩევანი გააკეთოთ სიყვარულსა და სიმდიდრეს შორის, მიენდეთ გულს და სამყაროს სიკეთეები თავისით შემოვა თქვენს ურთიერთობაში, მთავარია შეზღუდვაზე თქვათ უარი და მისცეთ საკუთარ თავს მეტის უფლება ცხოვრებაში.

6. ქალი, რომელსაც მიაჩნია, რომ სიყვარულისთვის და ურთიერთობისთვის უნდა იბრძოლოს, დაიმსახუროს და დაუპირსპირდეს ირგვლივმყოფებს, ეს პროგრამა უბრალოდ თქვენდა უნებურად გადმოგეცათ, შესაძლოა ურთიერთობის ცუდი ისტორია მოისმინეთ, ამიტომ სასწრაფოდ გააცნობიერეთ და ჩაანაცვლეთ ახალი რწმუნებულებით და გჯეროდეთ, რომ მთელი სამყაროა თქვენი მხარდამჭერი სასიყვარულო ურთიერთობაში, დაიჯერეთ და გაიზრეთ, რომ თქვენ საკმარისი ხართ და იმსახურებთ იოლად შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში სიყვარული.

7. ქალი, რომელიც ვნებაზე აწყობს ურთიერთობას, რომელიც თავისი სექსუალურობითა და ცეცხლოვანი იმპულსებით იზიდავს მამაკაცს და ურთიერთობას აწყობს ვნებაზე. რა თქმა უნდა ეს კარგია, თავგადასავალია, ფერად და მძაფრ ემოციებს ჩუქნის პარტნიორს, შეუძლია დაანთოს ცეცხლი ურთიერთობაში და მეწყვილეს თავგზა აურიოს, სადაც რთულია თავის გაკონტროლება. ეს ყოველივე ურთიერთობის დასაწყისში ძალიან საინტერესოა ინსტიქტურ დონეზე, შემდეგ უკვე მნიშვნელოვანია ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანა, სიახლოვე კი მოითხოვს ქალის მდიდარ შინაგან სამყაროს, სადაც მამაკაცი მუდმივად ტონუსში და დაძაბული კი არ იქნება, არამედ სიმშვიდესა და სიყვარულს გაუზიარებთ.

8. ქალი, რომელიც ჰაეროვანია და შთამაგონებელი, მზრუნველი და თბილი, რომელსაც გასაოცარი უნარი აქვს ბუნებასთან, მამაკაცთან და სამყაროსთან გამოძებნოს საერთო ენა, მის გვერდით მამაკაცს შეუძლია ისაუბროს ყველაფერზე, იგრძნოს თავი მსუბუქად და ბავშური სისუფთავე, სილაღე შეიგრძნოს, ეს შეგრძნებები კი მამაკაცისთვის წყაროა იყოს უფრო თავდაჯერებული და რეალიზებული, თუმცა ურთიერთობა უფრო სრულყოფილი, რომ გახადოთ აუცილებელია დაუმატოთ ფლირტი, რომელიც მამაკაცის გულში დაანთებს ვნებას და მრავალფეროვნებას შეიძენთ მის თვალში.

9. ქალი, რომელიც ძლიერი და თამამია იმდენად, რომ თავის მეწყვილეს უწევს მეტოქეობას. თქვენი ურთიერთობის მოდელი მეტოქეობაზე და შეჯიბრზეა აწყობილი და თქვენ ეს პირიქით, ძალიან მოგწონთ, გსიამოვნებთ და უფრო აგანთებთ. რამდენად ძლიერიც არ უნდა იყოს თქვენს გვერდით მამაკაცი, ის გამუდმებით თქვენი მხრიდან შეწინააღმდეგებას და შეჯიბრს გრძნობს, რომელიც არ აღიარებს როგორც მამაკაცს და მიაჩნია, რომ მას უნდა ემორჩილებოდეს მისი მეწყვილე, ამიტომ თქვენს შორის ცივი ომი მიმდინარეობს. ზუსტად ეს გიშლით ხელს, რომ უფრო დაახლოვდეთ ერთმანეთთან და უფრო გესმოდეთ ერთმანეთის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა