თეგებით ძიება

როგორ დავძლიოთ მორცხვობა?

მორცხვობა ყოველი მეორე ადამიანის პრობლემაა და ამაზე თვალის დახუჭვა გამოსავალი არ არის. თუ თქვენ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნაზე ფიქრიც კი დისკომფორტს გიქმნით, თითები გეყინებათ და ფიზიკურად ცუდად ხდებით იმის წარმოდგენაზეც კი, რომ თქვენი კოლეგების წინაშე პრეზენტაციით უნდა წარდგეთ, ამის მიზეზი შეიძლება მორცხვობა იყოს.

რა განაპირობებს ხასიათის ამ თავისებურებას და შეიძლება თუ არა მისგან განკურნება? ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გაკეთება.

პირველი, უნდა გააცნობიეროთ და აღიაროთ სიმორცხვის გრძნობა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია: აზრი არ აქვს იმაზე მუშაობას, რისი გაგებაც არ შეგიძლია ან არ გინდა.

იპოვეთ საკუთარ თავში თვისებები, რომლებითაც შეგიძლიათ იამაყოთ. ჩამოწერეთ ქაღალდზე და გაიხსენეთ ყოველთვის, როდესაც მორცხვობა მოგეძალებათ, რადგან უფრო თავდაჯერება იგრძნოთ.

გააკეთეთ ცხრილი, სადაც შეიტანთ მთელი ცხოვრების მიღწევებს: პირველ სვეტში მიღწევა, მეორეში - ამ მიღწევის მოკლე ისტორია. ცხრილის ეს ჩანაწერები შეგახსენებთ, რომ თქვენში არის თვისებები, რომლებიც უნდა დააფასოთ.

ყურადღება მიაქციეთ ადამიანთა ღირსებებს და უგულებელყავით ნაკლოვანებები. ხშირად შეაქეთ სხვები, რომ ამის გაკეთება საკუთარ თავთან მიმართებაშიც გაგიადვილდეთ.

თუ საკუთარი გარეგნობის გრცხვენიათ, უნდა გაიგოთ, რომ ყოველი ადამიანი თავისებურად ლამაზია, ხოლო თვალისმომჭრელი ფოტოები სოციალურ ქსელებში და ჟურნალების გარეკანზე ფოტოშოპის შედეგია. დაიწყეთ ვარჯიში, იმუშავეთ საკუთარი სტილის შექმნაზე და თვითგანვითარებაზე. ეცადეთ გახდეთ ლამაზი შიგნიდან, მაშინ გარეგნულად უკეთესი გახდებით.

თუ ნეგატიური გამოცდილება გაქვთ, რომელმაც სიმორცხვის განცდა გამოიწვია, შემდეგი ვარჯიში გააკეთეთ:
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ეკრანი, რომელზეც უსიამოვნო სცენა გათამაშდა. ეკრანს ზურგი აქციეთ და ჰაერი ღრმად შეისუნთქეთ, ისევ ეკრანისკენ მიბრუნდით და ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ, რომ ეკრანიდან უსიამოვნო კადრი ჩამოირეცხა. გაიმეორეთ სავარჯიშო, სანამ უსიამოვნო კადრი საბოლოოდ არ გაქრება.

ეს არის სწრაფი, მარტივი და ძალიან ეფექტური ტექნიკა, მაგრამ თუ ისიც არ დაგეხმარათ, შესაძლოა, მიზეზი ბევრად უფრო ღრმაა და უმჯობესია, დახმარებისთვის ფსიქოლოგს მიმართოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა