თეგებით ძიება
25. 11. 2020 მსოფლიო

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ დეკემბრის დასაწყისში გახდება ხელმისაწვდომი

აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ დეკემბრის მეორე კვირის ბოლოს გახდება ხელმისაწვდომი.

ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა, რობერტ რედფილდმა განაცხადა.

რედფილდის განმარტებით, ვაქცინა ხელმისაწვდომი ჯერ პრიორიტერული ჯგუფებისთვის გახდება, პირველ რიგში ხანდაზმულთა სახლების მცხოვრებლებისთვის, ასევე ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის და რისკჯგუფების წარმომადგენლებისთვის.

აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციას 10 დეკემბერს დაგეგმილი აქვს ვაქცინებზე მომუშავე მრჩეველთა კომიტეტის სხდომა, სადაც უნდა განიხილოს ფარმაცევტული კომპანია „პფაიზერის” მიერ შექმნილი ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვის გაცემის საკითხი.

„ვფიქრობ, ჩვენ წლის ბოლომდე ვაქცინის 40 მილიონამდე დოზა გვექნება. ეს 20 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის არის საკმარისი. ეს პროცესი გაგრძელდება იანვარსა და თებერვალშიც და იმედი გვაქვს, რომ მარტისთვის ვიხილავთ ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ ვაქცინას”, – განაცხადა რობერტ რედფილდმა.

ptn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა