კარგი ცოლი კარგი საყვარელია - იდეალური ცოლის 7 საიდუმლო
იდეალური ცოლის პირველი და მთავარი საიდუმლოა, რომ საკუთარი ქმრის სჯეროდეს და საუკეთესოდ მიაჩნდეს. მაშინ ის ნამდვილად ეცდება ყველაფერში საუკეთესო იყოს და ცოლსაც იდეალურად ჩათვლის.
მაშ ასე, როგორ გავხდეთ სრულყოფილი ცოლი?
1. სუფთა და მოწესრიგებულ სახლში ნამცხვრის სუნი დგას
თუნდაც ქმარზე ნაკლები შემოსავალი არ გქონდეთ, როგორც ქმარი, სახლის სისუფთავე და გემრიელი კერძების მომზადება თქვენი მოვალეობაა. გახსოვდეთ, რომ ქმარი ცოლს მაღალი ხელფასისა და თანამდებობის გამო უფრო მეტად არ დააფასებს! ქალებს სუფთა, მყუდრო, კომფორტული სახლისა და გემრიელი კერძების გამო აფასებენ.
2. იყავი მიმზიდველი და სექსუალური
იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მამაკაცი დარწმუნებულია, რომ კარგი ცოლი კარგი საყვარელია. თუ დაანახეთ, რომ მასთან სექსი აღარ გიზიდავთ, ის ამის „გვერდზე“ ძებნას დაიწყებს და რთულია, ამაში დაადანაშაულო!
3. დაუტოვეთ პირადი სივრცე
არ არის საჭირო, რომ გამუდმებით თავზე ადგეთ და აკონტროლოთ. პირადი სივრცე ყველაზე მოსიყვარულე ქმარსაც კი სჭირდება. ზოგჯერ მას ავტოფარეხში ყოფნა, მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა, ფეხბურთის წასვლა ან ტელევიზორის ყურება სჭირდება. თქვენს გარეშე! თუ კარგი ცოლი ხართ, ამას ნამდვილად გაიგებთ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, განმარტოვების სურვილი იშვიათად გაუჩნდება.
4. ნდობა
მიეცით მას გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. დაუსრულებლად ნუ იმეოროთ „მე უკეთ ვიცი!“ - ასეც რომ იყოს, ამას არც ერთი მამაკაცი არ მოითმენს. თუ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, ნიშნისმოგებით ნუ ეტყვით, რომ ამის შესახებ აფრთხილებდით. არ არის საჭირო მისი გაღიზიანება. თუ ეტყვით - ისე მოიქეცი, როგორც თავად მიგაჩნია საჭიროდ, ის მთებს გადააბრუნებს, რომ თავი კარგად იგრძნოთ.
5. გაუმხილეთ საკუთარი სურვილები
იდეალური ცოლის ერთ-ერთი საიდუმლო იმაშია, რომ საკუთარი თავი უყვარს. აუცილებელი არა გამუდმებით საჩუქრებს ითხოვდეთ, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი სურვილები გააჟღერეთ, რომ იცოდეს რა უნდა აჩუქოს საყვარელ მეუღლეს. მაღაზიებისა და ვებ-გვერდების დათვალიერების დროს სასურველი კაბით ან სუნამოთი დემონსტრაციულად აღფრთოვანდით. უფრო გასაგები რომ იყოს, კატალოგში წითელი მარკერით მონიშნეთ სასურველი ბეჭედი ან საყურე და თვალსაჩინო ადგილას დატოვეთ. როდესაც მისგან საჩუქარს მიიღებთ, სიხარული გამოხატეთ და გულითადი მადლობა გადაუხადეთ. მაშინ მას ყოველთვის ემახსოვრება, რომ ცოლი უნდა გაახაროს და გაანებივროს.
6. თავს მოუარეთ
ბევრი ქალი ფიქრობს, რომ დაქორწინების შემდეგ, მიზანი მიღწეულია და შეუძლიათ მოდუნდნენ. შეცდომაა! ქორწინების შემდეგ, იმაზე უკეთ უნდა გამოიყურებოდეთ, ვიდრე მანამდე. მიეცით საკუთარ თავს სილამაზის სალონებში სიარულის უფლება. ძვირია? თვეში ერთხელ ან ორჯერ ასეთი ხარჯი გამართლებულია, რადგან ქმარი აუცილებლად იგრძნობს თქვენგან წამოსულ ქალურობას და მიმზიდველ ენერგიას.
7. დაუმეგობრდი მის ოჯახს
იდეალური ცოლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საიდუმლოა ქმრის მშობლებთან, დებთან, ძმებთან და სხვა ნათესავებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. მამაკაცი ამას ნამდვილად დააფასებს. ასეთი რძალი ოჯახის ყველა წევრს უყვარს და გარკვეული პრობლემების შემთხვევაშიც კი ისინი თქვენს მხარეს დაიჭერენ.
რა თქმა უნდა, იდეალური ცოლის 7 საიდუმლო სხვა არაფერია, თუ არა მინიშნება და არა მოქმედების სახელმძღვანელო. ყველა მამაკაცი განსხვავებულია და თითოეულს საკუთარი იდეალი აქვს. მაგრამ, თუ გულწრფელად გჯერათ, რომ თქვენი ქმარი საუკეთესოა, ის ამას ნამდვილად იგრძნობს და დააფასებს.