აღმოაჩინე ნამდვილი სუშის გემო - SushiRoom • სუშირუმი - იაპონური არომატი სუშის მოყვარულებისთვის
იაპონური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია. სუშის ამზადებენ და უყვართ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში.
ბოლო წლებში, საქართველოშიც უამრავი იაპონური რესტორანი გაიხსნა, რამაც ქართველ გურმანებს, შესაძლებლობა მისცა დააგემოვნონ ამომავალი მზის ქვეყნის ტრადიციული სამზარეულო და გაეცნონ მათ კულტურას.
იაპონიის შემდეგ, ყველაზე გემრიელად და პროფესიონალურად სუშის ამერიკასა და გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ამზადებენ. ამერიკაში შეიქმნა პოპულარული როლები სახელწოდებით „კალიფორნია“ და „ფილადელფია“, ხოლო ჰამბურგი იაპონური სამზარეულოს უამრავ პროფესიონალს უყრის თავს.
სწორედ ამ ქალაქში 8 წლიანი ცხოვრებისა და სუშის რესტორანში მუშაობის შემდეგ, გიორგი დანიელიძემ გადაწყვიტა თბილისში რესტორანი Sushi Room გაეხსნა და ქართველებისთვის ნამდვილი სუში შეეთავაზებინა.
სუში რუმში თითოეული კერძი შთაგონებით მზადდება. იმ შთაგონებით, რომელიც ამომავალი მზის ქვეყანას უკავშირდება.
კერძის შემადგენელი ცალკეული ინგრედიენტი განსაკუთრებული ყურადღებით ირჩევა და ყოველი მათგანი უმაღლესი ხარისხისაა. ესთეტიკას კი გულით მორთმეული კერძები ვიზუალურ ჰარმონიაში გადმოსცემს. ასე მზადდება თქვენთვის ნამდვილი სუში.
სუში რუმის დამფუძნებელი და გამოცდილი შეფ-მზარეული 8 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა ჰამბურგში, სადაც კულინარიის რთულ ხელოვნებას გამოცდილ იაპონელ შეფ მზარეულებთან ეუფლებოდა. იაპონური სამზარეულოს სიყვარულმა საკუთარი რესტორნის გახსნის იდეა შთააგონა, რომელიც ჯერ გერმანიაში, ხოლო შემდეგ, სუში რუმის სახით საქართველოში წამოიწყო. ის დღემდე აგრძელებს ინოვაციას, როგორც რესტორნის გახსნის პირველ დღეებში - სუში რუმის სამზარეულო მუდმივი განახლების პროცესშია.
სუში რუმში თქვენ დაგხვდებათ იაპონური სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანი, 150-მდე კერძი ყველა გემოვნების სტუმრისთვის: საშიმი, ნიგირი, ტემაკი, წვნიანები, გუნკანი, როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული (ძირითადად ამერიკული) როლები...
სუშის მომზადების ტექნოლოგია მუდმივი ევოლუციის პროცესშია. სუში რუმის მზარეულები ახალი ინგრედიენტების დანერგვასთან ერთად, მომზადების ინოვაციურ მეთოდებსაც იყენებენ, თუმცა მუდამ ინარჩუნებენ იაპონურ ესთეტიკას, დახვეწილობას.
დღესდღეობით სუშის მრავალი სახეობა არსებობს, თუმცა ძირითადი კატეგორიები შემდეგია:
მაკი (maki)– მაკი „სუშის როლია“. ჩვეულებრივ, ორი ამ სამი ტიპის თევზს, ბრინჯს, ბოსტნეულს ან ზღვის პროდუქტებს მოიცავს, გახვეულია ნორიში (გადამუშავებული წყალმცენარეების ფირფიტა) და იჭრება მცირე ნაჭრებად.
ტემაკი (temaki) – ტემაკი კონუსის ფორმის ნორიში გახვეული სუშია, რომელიც ბრინჯის, ზღვის პროდუქტებისა და ბოსტნეულისგან შედგება.
საშიმი – (sashimi) – მზადდება უმი თევზისგან. უმეტესად წითელი ორაგულის ხორცისგან, ხშირად იყენებენ თინუსსაც, უმატებენ ცოტაოდენ ზღვის მარილს და ავლებენ სოიოს საწებელში. იჭრება მოგრძო ბრტყელ ნაჭრებად. მიირთმევენ ბრინჯის გარეშე.
გუნკანი (gunkan) – გუნკანი ნორიში გახვეულ ბრინჯის, ზღვის პროდუქტების და მფრინავი თევზის ქვირითისგან მზადდება. იაპონურად სიტყვა გუნკანი „საბრძოლო ნავს“ ნიშნავს. კერძსაც თითქოს ნავის ფორმა აქვს.
ნიგირი (nigiri) -ნიგირი ვასაბით შეზავებულ ბრინჯის ბურთზე მოთავსებული დამუშავებული უმი თევზის ნაჭრის ან ზღვის პროდუქტებისგან შედგება.
სუში რუმი ერთადერთი სუშის ბარების ქსელია თბილისში, რომელსაც პროდუქცია თვითონ შემოაქვს ევროპიდან და შესაბამისად, 100%-ით პასუხისმგებელია თავისი პროდუქციის ხარისხზე. აქ გვაქვს ევროპული ნოუჰაუ და ევროსტანდარტის სრული დაცვით ხორციელდება, როგორც სამზადისი, ასევე მომსახურება. სუში რუმმა ტრიპედვაიზერზე, გუგლსა და ფეისბუქზე ძალიან კარგი რეიტინგი დაიმსახურა მომხმარებლებისგან. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ჩვენი კმაყოფილი მომხმარებლები ხდიან შესაძლებელს. სუში რუმს ხშირად სტუმრობს კონსულტანტი, ამერიკაში მოღვაწე იაპონელი შეფ-მზარეული, კაზ ოკოჩი, რომელიც ატარებს მასტერკლასებს სუში რუმის თანამშრომლებისთვის და აკონტროლებს პროცესს და ხარისხს. მსგავსი საერთაშორისო კავშირებით ვცდილობთ მსოფლიო სუშის ტენდენციებს არ ჩამოვრჩეთ.
კონვეირი – სუშის მატარებელი, იგივე სუშის მოძრავი დახლი – ეს ინოვაციაც ჩვენ დავნერგეთ პირველებმა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში. მისი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ შემოსულ სტუმარს აღარ უწევს ლოდინი სუშის მომზადებაზე. ასევე სერვირებასაც თვითონ კონვეირი ახდენს და ამდენად, სერვირების დროც იზოგება… და ბოლოს, კონვეირთან ჯდომა სახალისოა, რადგან განსხვავებული და მოსახერხებელია.
სუში რუმი უკვე მერვე წელია იაპონური სამზარეულოს მოყვარულებს თბილისის სამი წერტილიდან ემსახურება. აქ დაგხვდებათ იაპონური სამზარეულოს მრავალფეროვანი არჩევანი — 150-მდე კერძი ყველა გემოვნების სტუმრისთვის: საშიმი, ნიგირი, ტემაკი, წვნიანები, გუნკანი, როგორც ტრადიციული ისე არატრადიციული როლები.
სუში რუმის სლოგანია "ნამდვილი სუში", რომელიც გულისხმობს, უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების ყურადღებით შერჩევას, დამუშავებას და მომხმარებლებისთვის პრემიუმ ხარისხის პროდუქტის მიწოდებას. გამორჩეული არომატის შესაქმნელად აქ კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ, იაპონურ ესთეტიკას კი გულით მორთმეული კერძების ვიზუალურ ჰარმონიაში გადმოსცემენ.
სუში რუმი მუდმივად ზრუნავს მომხმარებელთა კმაყოფილებასა და ჯანსაღ კვებაზე, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის დაცვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით. ისინი შეუფერხებლად ახორციელებენ ადგილზე მიტანის სერვისს. დააგემოვნე ნამდვილი სუში www.sushiroom.ge.
სუში რუმი მომხმარებელს ასევე სთავაზობს ისეთ სერვისებს, როგორიცაა სუშის მასტერკლასები, სუში-შეფ მზარეულის სახლში გამოძახება წვეულებისთვის, სუშის მიწოდება ქეითერინგ კომპანიებისთვის, და ორიგინალური სუშის ტორტის მომზადება მომხმარებლის სურვილის და გემოვნების მიხედვით.