თეგებით ძიება

ტესტი: მფარველი ანგელოზების გზავნილები

ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ ტესტს, რომელიც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ რა გელით მომავალში, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება რომ მდგომარეობა გაიუმჯობესოთ:

ტესტი: მფარველი ანგელოზების გზავნილები


დააკვირდით და აირჩიეთ კონვერტი ნუმერაციისა და ინტუიციის მიხედვით: იხილეთ პასუხი ნუმერაციის მიხედვით, სადაც წაიკითხავთ მფარველი ანგელოზების გზავნილებს, თუ რა გელოდებათ უახლოეს მომავალში.

ასევე იხილავთ მინიშნებებს თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე იმისათვის, რომ თქვენი ეხლანდელი მდგომარეობა და კონკრეტული ცხოვრებისეული სფერო გააუმჯობესოთ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გზავნილები ეხება ზუსტად იმ საკითხს, რაზეც ბოლო პერიოდში ბევრს შფოთავდით და ხშირად სვავდით კითხვებს საკუთარ თავთან.

1. თქვენს ცხოვრებაში ნათელი ზოლის პერიოდი იწყება. მოგვარდება დიდი ხნის პრობლემა, გაუმჯობესდება ახლობლებთან ურთიერთობები. მაგრამ ერთი პირობით, თუ თქვენ ფოკუსირდებით სასურველი ცვლილებისკენ და ისწავლით პოზიტიურად ფიქრს, პოზიტიურ აზროვნებას! გაუშვით წყენები და წარსულის ტვირთი! მიმართეთ ანგელოზებს, რომ დაგეხმარონ მეტი სიყვარულით შეავსონ თქვენი აზროვნება.

2. სამყარომ მოგიმზიდათ სიუპრიზი. მალე თქვენ მიიღებთ სასარგებლო შემოთავაზებას, სასიამოვნო ამბავის ან საჩუქრის სახით.
იყავით მეტად გახსნილი და მოემზადეთ კეთილდღეობის მისაღებად. მიაქციეთ ყურადღება ყველა მინიშნებას, შემოთავაზებებს ან შემოსულ შეტყობინებებს, ზარებს. დააკვირდით, როგორი ადამიანების გარემოცვაში ხართ, მოსალოდნელია ეს ინფორმაცია მიიღოთ ამ ადამიანებისგან.
არ გაუშვათ შანსი მიიღოთ და შექმნათ რაიმე ახალი და გრანდიოზული თქვენს ცხოვრებაში.

3. თქვენ გელოდებათ ფინანსური იღბალი, მოულოდნელი შემოსავალი სხვა წყაროდან ან ხელფასის მომატება. იმისათვის, რომ არ დაბლოკოთ ფინანსური ნაკადი, კარგად გაერკვიეთ თუ რა ნეგატიური ფინანსური რწმუნებულებები და ფიქრები გაწუხებთ და შეუდექით თქვენს ცხოვრებას შეუზღუდავი სიუხვის ნაკადით!
დადგა დრო, მიიღოთ ის, რაც დიდი ხანია გსურდათ, არ გაუშვათ შანსი!

4. თუ თქვენ გსურთ სიყვარულის და ურთიერთგაგების მოზიდვა ცხოვრებაში, თქვენ თვითონ გახდით სიყვარულის წყარო. ვინც მარტოა ამ დროს მათთვის იხსნება ახალი პერსპექტივები და სასიამოვნო ნაცნობობა. მიაქციეთ ყურადღება თქვენს გარემოცვას და თუ თქვენ ქორწინებაში იმყოფებით, ეხლა შესანიშნავი დროა გაამყაროთ თქვენი ურთიერთობა ქმართან/ცოლთან. ანგელოზები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ოჯახის წევრებს და ახლობლებს. გაუზიარეთ სიყვარული მათ და თქვენს ცხოვრებაში დადგება რომანტიკისა და თბილი ურთიერთობის პერიოდი.

5. თუ თქვენ გსურთ გამოხვიდეთ უმოძრაობიდან, ეხლა შესანიშნავი დროა კარდინალური ცვლილებისათვის. შეცვალეთ იმიჯი, საცხოვრებელი ადგილი, სამსახური... გააკეთეთ ის, რაც ძალიან გსურდათ! ანგელოზები გიგზავნიან ყველა მინიშნებებს, რომ მოქმედებების დროა და თქვენ გელოდებათ ბედნიერი მოვლენების განვითარება.

6. მიაქციეთ ყურადღება იმ ადგილს, სადაც ცხოვრობთ, რამდენად კომფორტულია თქვენთვის? გაგაჩნიათ თუ არა თქვენი საკუთარი სივრცე? ასევე იზრუნეთ თქვენს სახლზე სულიერად. ეხლა ანგელოზები გთხოვენ, რომ თქვენ დიდი ყურადღებით იყოთ საკუთარი თავის მიმართ. შეიხედეთ საკუთარ შინაგან სამყაროში, იმისათვის, რომ დაამყაროთ წესრიგი. ენერგეტიკულად გაასუფთავეთ, გადაახარისხეთ თქვენი ცხოვრებისეულ სივრცე და გარემოცვა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა