თეგებით ძიება
26. 11. 2020 მსოფლიო

ცნობილი გახდა თუ რამდენი წელი დასჭირდება გერმანიის მოსახლეობის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფას

მსოფლიო მედიცინის ასოციაციის თავმჯდომარე, ფრენკ ულრიხ მონტგომერი მიიჩნევს, რომ გერმანიის მოსახლეობას კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პრეპარატით სრული ვაქცინაციისთვის ერთიდან სამ წლამდე დასჭირდება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში ვაქცინაციის პროცესში აქტიურ ფაზაში შევა იანვრიდან და კანდიდატებად მოაიაზრება ყველა ის დადასტურებული ვაქცინა, რომლის სანდოობა დადასტურებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.



მონტგომერის თქმით, ანგელა მერკელისა და ფედერალური მიწების ხელმძღვანლის მიერ შეთანხმებული შემზღუდავი ღონისძიებები კორონავირუსის გავრცელების ფონზე პროდუქტიული იქნება ქვეყნისთვის.

მისი აზრით, არ შეიძლება გამოირიცხოს მესამე ტალღის ალბათობა გერმანიაში- „ თუ ხალხი მოიქცევა ისე, როგორც ადრეულ ოქტომბერში, დაუფიქრებლად და გაუთვითცნობიერებლად, ჩვენ ისევ იმავე სიტუაციას მივიღებთ“ - აღნიშნა მედიცინის ასოციაციის ხელმძღვანელმა. ე.წ ლოქდაუნი გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებით გაგრძელდება 20 დეკემბრამდე , თუმცა გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც ეხებათ სასტუმროებსა და რესტორნებს იანვრის დასაწყისამდე გაგრძელდება.

გერმანიაში სულ კორონავირუსის 983 731 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 15 000-ზე მეტი ფატალურად დასრულდა. 656 400-მა ვირუსი დაამარცხა ხოლო 311 950 ამ დრომდე აქტიურ მკურნალობას გადის. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის საავადმყოფოებში სულ 3781 კრიტიკულად მძიმე ავადმყოფია, რომელთა უმრავლესობაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა