თეგებით ძიება
26. 11. 2020 მსოფლიო

მექსიკაში 113 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს- კვალი ნარკო კარტელის კრიმინალურ დაჯგუფებებთან მიდის

მექსიკის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აღმოჩენილია სახელდახელოდ მოწყობილი მასობრივი საფლავები, სადაც 113 ადამიანია დაკრძალული ხალისკოს შტატში.

საერთო ჯამში 30 ადამიანის იდენტიფიცირება მოხერხდა ნათესავების მიერ- განაცხადა შტატის რწმუნებულმა გერარდო ოქტავიო სოლისმა. სულ აღმოჩენილია 28 მამაკაცისა და 2 ქალის ცხედარი.

მაღალჩინოსნის პრესსპიკერის თქმით, გათხრითი სამუშაოები 1 ოქტომბერს დაიწყო და გათხრები დღემდე გრძელდება.

მედიის ინფორმაციით, გაუჩინარებული ადამიანები და მათი ცხედრები დაკავშირებულია მექსიკის ტერიტორიაზე ნარკო კარტელის დანაშაულებრივი საქმიანობების გაძლიერებაზე, რის ფონზეც უამრავი ადამიანია უკვალოდ გამქრალი. 2006 წლიდან 2020 წლის სექტემბრამდე საერთო ჯამში მექსიკის ტერიტორიაზე მასობრივ, სახელდახელოდ მოწყობილ სასაფლაოებზე დაკრძალულია 6900-ზე მეტი უცნობი ადამიანი, რომლებზეც ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების კვალი კარტელის დანაშაულებრივ საქმიანობებს უკავშირდება.

გასულ თვეს გუანაჯუატოს შტატში წარმოებული გათხრების შედეგად, სულ მცირე 59 ადამიანის ცხედარი იქნა აღმოჩენილი, ხოლო 2017 წლის მარტში ვერაკრუზის შტატში 250 ადამიანის ჩონჩხი იქნა ნაპოვნი.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა