თეგებით ძიება

გურამ შეროზია მერიას მიმართავს: თუ 9 საათის მერე მაინც ვერ ვნახავთ ამ საახალწლო განათებას, თუ ძირითადად ფანჯრიდან უნდა დავტკბეთ ცქერით - მოდით საერთოდ გააჯ*ეინეთ ამ უაზრო პერო-დეკორაციებს და

საახალწლო განათებების დამონტაჟების პარალელურად, ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ბლოგერი გურამ შეროზია მერიას და ხელისუფლებას მიმართავს.

"ძვირფასო მერიავ და მოქმედო ხელისუფლებავ, თუ 9 საათის მერე მაინც ვერ ვნახავთ ამ საახალწლო განათებას, თუ ძირითადად ფანჯრიდან უნდა დავტკბეთ ცქერით - მოდით საერთოდ გააჯ*ეინეთ ამ უაზრო პერო-დეკორაციებს და ეს ფული იმ ხალხს დაურიგეთ, ვინც თქვენი უნიათო გადაწყვეტილებების გამო უსამსახუროდ დატოვეთ საახალწლოდ და თვალით თუ მაინც ვერაფერს ნახავს - მშიერი კუჭით მაინც არ შეხვდება ახალ წელს?

გიფიქრიათ ამ თემაზე, თუ აზროვნების დიაპაზონი - 9-ზე იყოს კომენდანტი თუ 10-ზე, ამაზე ფიქრზე მეტს ვეღარ ქაჩავს?", - წერს შეროზია სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა