თეგებით ძიება
26. 11. 2020 ბიზნესი

სალომე ჭელიძე - "გოგონა საქართველოდან რომელიც საოცრებებს ქმნის"

სალომე ჭელიძის ზეთის მოზაიკა მსოფლიოს გალერეების ინტერესში ხვდება, მისი ფერწერული ტილოები ზეთით არის შესრულებული და ძალიან გავს ვიტრაჟულ მოზაიკას.

"გოგონა საქართველოდან რომელიც საოცრებებს ქმნის" ასე წერს ავსტრიელი ხელოვნებათმცოდნე სალომე ჭელიძის ნამუშევრებზე.

სალომე ბავშვობიდან ხატავს თვითნასწავლი მხატვარია.

მის ნამუშევრებს ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები აფასებენ როგორც "Unique style".

სალომე ჭელიძე - "გოგონა საქართველოდან რომელიც საოცრებებს ქმნის"


სალომე თბილისში დაიბადა ექიმების და არქიტექტორიების ოჯახში, მისი წინაპრები ფრანგები იყვნენ გვარად ჟანიოები, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ საფრანგეთის ქალაქი ნანტიდან.

სალომე ჭელიძე ქალაქ ბარსელონაში 10 წელი ცხოვრობდა და მისი ინსპირაციის წყარო იყო ანტონიო გაუდი.



ხშირად ამერიკელები და ევროპელები მის ნამუშევრებს გუსტავ კლიმტის მხატვრობას ამსგავსებენ.

სალომეს ტილოებით დაინტერესდა ინგლისის ერთ-ერთი გალერეის მეპატრონე, მან თავის გალერეაში სამი ტილო გამოფინა.

საერთაშორისო საგამოფენო ორგანიზაციებმა უკვე შესთავაზა სალომეს კონკურსებში და მაშტაბურ არტ ფესტივალებში მონაწილეობის მიღება 2021 წელს.

ამ საოცარი ნამუშევრების მიმართ დიდი ინტერესია სხვადასხვა ქვეყნის გალერეების და სამხატვრო სალონების კურატორებს შორის.

კოვიდ პანდემიის გამო შეჩერდა უამრავი მაშტაბური პროექტი სადაც სალომე ჭელიძეს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა ონლაინ მსოფლიო გამოფენებში მისი ნამუშევრები ძალიან აქტუალურია.

"მე ვქმნი ფერების თაიგულს თქვენთვის, რომ თქვენ გაიღიმოთ" წერს ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ჭელიძე.

სალომეს შესახებ წერს გერმანელი ხელოვნებათმცოდნე ნორბერტ ეჰრმანი.

გთავაზობთ მის წერილს.

"მე ნორბერტ ეჰერმანი ვარ გერმანელი, დაბადებული გასული საუკუნის 50 იან წლებში. მე აღმოვაჩინე სახვითი ხელოვნების სილამაზე, რაზეც ჩავატარე რამოდენიმე კვლევა კიოლნის უნივერსიტეტში.

სალომე ჭელიძე აღმოვაჩინე სოციალურ ქსელში.

მისმა ჯადოსნურმა ნახატებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება, და არა მხოლოდ ეს - მე აღმოვავინე ძალიან კარგი ადამიანი.

ჩვენ გვქონდა რამოდენიმეჯერ სასიამოვნო საუბარი და მე ვგრძნობდი , როგორც მის ხელოვნებაში ისე მის პიროვნებაში შესანიშნავ სილამაზეს რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

ზოგჯერ უმეტეს შემთხვევაში თქვენ ჯერ ხედავთ რომ ვიღაცა რაღაცას ქმნის , სანამ შეიგრძნობთ მის მთლიან პიროვნებას.....

ამჟამად ბევრმა შესანიშნავმა დამკვირვებელმა შეამჩნია სალომე ჭელიძის განსაკუთრებული სტილი და მსგავსება ისეთ ხელოვანებთან , როგორიც არის კლიმტი და გაუდი....

რასაც მე ვხედავ სალომეს ნამუშევრებში, თავისებურად უნიკალურია.

მისი გზა, სიყვარული ცხოვრებისადმი და ხელოვნებისადმი ხდის მის მოზაიკას განსაკუთრებულს, უნიკალურს, მდიდარს და ლამაზს.

მე ვხედავ მის შინაგან სილამაზეს, გამოხატულს ყველაფერში რასაც ის ქმნის.

დიახ თვითოეული დეტალი მის ნამუშევრებში ჯადოსნურია.

მისი მსუბუქი ფორმები და ნაზი ფერადი წერტილები საოცარია.

სალამი სიყვარულით სამხრეთ გერმანიიდან საქართველოს.

ნორბერტ ეჰერმანი".


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა