თეგებით ძიება

პრემიერის თქმით, შეზღუდვების უარყოფითი გავლენა ეკონომიკაზე 0.7-0.8% იქნება

საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის მიერ დღეს გაცხადებულ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება და ამას მთავრობა ათვიცნობიერებს. თუმცა, მისივე შეფასებით, შეზღუდვების არდაწესებას და კოვიდინფიცირების უკონტროლო ზრდას უფრო დიდი ფასი აქვს, ვიდრე შეზღუდვებს.

მთავრობა ელოდება, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მხოლოდ -0.7%-0.8%-ით აისახება.

მისივე თქმით, ეს არის ის დამატებითი წნეხი, რაც ეკონომიკას შეზღუდვებით ექნება, გარდა იმ მაჩვენებლებისა, რაც დღეს ისედაც არის დაფიქსირებული და პროგნოზირებული.

“ამ შეზღუდვების ეკონომიკურ ფასს ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ იქნება 0.7% - 0.8%, მეტი არა. როგორც ხედავთ, არ არის კრიტიკულ რიცხვებზე საუბარი, თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ამას. ეს მეც მაწუხებს. მაგალითად, დღეს ჩვენ ბევრი შეზღუდვა გვაქვს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემა გვაქვს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მზიეზებიც, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველა სახელმწიფო ორგანო, ეს იქნება შსს თუ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დაწესებულებები, იქნება უმკაცრესი, თუ ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არდაცვაზე იქნება საუბარი. სხვა გამსოავალი არ გვაქვს. ბევრად დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს”,- აცხადებს გიორგი გახარია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა