თეგებით ძიება

ახლა ბრძოლა დედამიწაზე კი არა, ცაშია! გვაბეჩავებენ, გვთრგუნავენ, რომ რწმენა შეგვირყიონ - მოროშკინა

ჟურნალისტი და პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა, მსოფლიო პანდემიის გამო არსებულ სიტუაციაზე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს:

"ახლა ბრძოლა დედამიწაზე კი არა, ცაშია! როგორც პატრიარქი გვაფრთხილებდა, დადგა განწმენდის ჟამი! ეს დიდი სიხარული და ბედნიერებაა ამ ჟამიანობას ცხოვრება! ახლაა მთავარი არჩევანის დრო!

მარჯვნივ თუ მარცხნივ? იმასთან თუ ამასთან?

გვაბეჩავებენ, რომ მარცხენა ავირჩიოთ, გვთრგუნავენ, რომ რწმენა შეგვირყიონ, გვამუნათებენ, რომ სიცოცხლის ხალისი დავკარგოთ, არადა სიცოცხლე ღმერთმა გვარგუნა!

ყველა განსაცდელი წავა.... თუ გვჯერა!

1.არ შეშინდეთ, იმიტომ რომ ყველაფერი უფლის ხელშია
2. იცხოვრეთ ყოველი დღე, როგორც უკანასკნელი
3.მოეფერეთ და ჩაეხუტეთ მშობლებს
4.გაეცით დახმარება
5.შეიკრიბეთ მასწავლებლის გარშემო
6.დაუბრუნდით სოფელს, გაწმინდეთ ძველი ნასახლარები
7.პატივი მიაგეთ წინაპართა საფლავებს
8.ილოცეთ
9.იზეიმეთ
10.უბრალოდ იბედნიერეთ.

მარტივია, მარტივი!!!!!", წერს მოროშკინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა