თეგებით ძიება

7 თემა, რომელსაც პირველ პაემანზე არ უნდა შეეხოთ

ბევრი გოგონასთვის პირველი პაემანი არანაკლებ სანერვიულოა, ვიდრე მოახლოვებული გამოცდა ან საპასუხისმგებლო პრეზენტაცია. იმისათვის, რომ ახალ თაყვანისმცემელთან პაემანი სასიამოვნო იყოს და ზედმეტი უხერხულობა არ გამოიწვიოს, უნდა გაითვალისწინოთ თემების ჩამონათვალი, რომელიც პირველ პაემანზე არ უნდა განიხილოთ.

რელიგია და პოლიტიკა
ეტიკეტის თვალსაზრისით, თუ ადამიანს კარგად არ იცნობთ, მასთან ურთიერთობის დროს ამ ორ თემას საერთოდ არ უნდა შეეხოთ და მით უფრო, პირველ შეხვედრაზე (თუეს შეხვედრა პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საარჩევნო შტაბში ან სადისკუსიო კლუბში არ მიმდინარეობს).
თუ მსოფლმხედველობის ერთიანობა თქვენთვის მთავარი პრიორიტეტია, მაშინ სოციალური ქსელები დაგეხმარებათ. იმის გასაგებად, თუ რამდენად მსგავსია თქვენი იდეები საკმარისია დაათვალიეროთ თემების სია, რომელთა ხელმომწერია ეს ადამიანი.

ფული
კითხვები საბანკო ანგარიშისა და ხელფასის ოდენობის შესახებ არავის სიამოვნებს, მით უმეტეს, პირველ პაემანზე. საკუთარი შემოსავლის შესახებ ინფორმირება ან პრეტენზიები იმის შესახებ, თუ როგორ შეარყია ვალუტის რყევამ თქვენი ფინანსური მდგომარეობა, ასევე არ ღირს. ზოგადად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფინანსური საკითხების განხილვა თქვენს პაემანს რომანტიკას დაამატებს.

ურთიერთობა ყოფილთან
იმისთვის, რომ პირველი პაემანი წარსულის სევდიან მოგონებად არ იქცეს, ყოფილებზე საუბარს უნდა მოერიდოთ. წარსული ურთიერთობები მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც შეგიძლიათ მოგვიანებით განიხილოთ, მაგრამ ახლა წარსულის აჩრდილებზე მეტად ყურადღება თქვენს კომპანიონზე უნდა გაამახვილოთ. თუ თქვენი ინტერესის ობიექტი არშემდგარი რომანებით ინტერესდება, მიანიშნეთ, რომ ამაზე საუბრის დრო ჯერ არ დამდგარა -”ვფიქრობ, ნაადრევია წარსულის შესახებ ისტორიების ერთმანეთთან გაზიარება. მოდი იმაზე ვისაუბროთ, რაც ჩვენს ცხოვრებაში ახლა ხდება”.

სექსი
პირველ პაემანზე სერიალის „სექსიდან და ქალაქიდან“ გმირი, ცხელი სამანტაც კი მოერიდებოდა ინტიმურ თემებზე საუბარს. გახსოვდეთ, რომ ასეთი საუბრებით ვერც პაემანი და ვერც სექსი უკეთესი ვერ გახდება. პირველი პაემნისთვის ეს ძალიან მარტივი და ... მოსაწყენია.

ჯანმრთელობა
ყოველი მეორე რომანტიკული კომედიის გმირი გოგონა, რომელიც სიყვარულს ეძებს, პაემანზე ხვდება ვაჟს, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე, დეტალურად უყვება თავისი ავადმყოფობის შესახებ და თირკმლებიდან ამოღებულ ქვებს ამაყად უჩვენებს. ნუ ჩაიგდებთ თავს ამ კინოგმირების მდგომარეობაში და ნურც სხვას ჩააგდებთ. ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის ადგილი ექიმის კაბინეტშია და არა რომანტიკულ პაემანზე.

ოჯახური პრობლემები
თუნდაც პირველივე პაემანზე იგრძნოთ, რომ ის „თქვენი ადამიანია“, გულის გადაშლა არ იჩქაროთ. აუცილებელი არაა, რომ პირველივე შეხვედრაზე გაუზიაროთ მტკივნეული გამოცდილება თქვენი ოჯახის ცხოვრებასთან, შვილების აღზრდასთან და ნათესავებთან კონფლიქტებთან დაკავშირებით. თუ ეს ურთიერთობა ნამდვილად უნდა შედგეს, მამაკაცი დროთა განმავლობაში გახდება თქვენი მთავარი მეგობარი, მრჩეველი და ერთგული მხარდამჭერი - მაგრამ ეს მისია პირველივე შეხვედრაზე არ უნდა დააკისროთ.

სამომავლო გეგმები
ისეთი კითხვები, როგორიცაა „სად ხედავთ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?" ან „რა მიზნები გაქვთ ცხოვრებაში?" შესაფერისი იქნებოდა თუ თქვენ კომპანიის წარმომადგენელი ხართ, ხოლო თქვენი თანამოსაუბრე თანამშრომლების კანდიდატი. როგორც არ უნდა გსურდეთ გაიგოთ მისი განზრახვის სერიოზულობის ხარისხი, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ. მიეცით დრო საკუთარ თავსაც და მასაც. თუნდაც თქვენს წინაშე თქვენი ოცნების კაცი იყოს, ნუ მოითხოვთ მისგან განზრახვების დაუყოვნებლად გამოცხადებას. მიეცით მას შესაძლებლობა საკუთარი გრძნობები მოქმედებებით დაამტკიცოს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა