თეგებით ძიება
26. 11. 2020 მსოფლიო

"სექსუალურად მოძალადეებსა და პედოფილებს ქიმიური კასტრაციით დასჯიან"- პაკისტანის პრემიერმა ახალი კანონი გამოსცა

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა უკვე ოფიციალურად მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც პედოფილებს ჩაუტარებენ ქიმიურ კასტრაციას. პრემიერის ბრძანებულების თანახმად, რომელსაც ხელი გუშინ მოეწერა, შეისწავლიან სექსუალური დანაშაულის საქმეებზე ბრალდებულ დამნაშავეებს.

იმრან ხანის თქმით, პაკისტანში უნდა იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხო გარემო მოქალაქეებისთვის იგი აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა იქნება გამჭვირვალე და მკაცრი აღმსრულებელი აღნიშული კანონის მიმართ. მისი აზრით, ცვლილება კანონში გაზრდის ქალების როლს წესრიგის კონტროლში, აგრეთვე გაუმჯობესდება მოწმეთა უსაფრთხოებისა და დაცვის მექანიზმიც.

სექსუალური ძალადობა გავრცელებული პრობლემაა პაკისტანში- ღირსების მკვლელობის სახელით მამაკაცები ქორწინების კონსერვატიული დოგმების დარღვევის შემთხვევაში ყოველწლიურად 1000-მდე ქალს ხოცავენ ბოროტმოქმედები.



ქიმიური კასტრაცია ითვალისწინებს ჰორმონული პრეპერატების მიღებას, რომლებიც ორგანიზმში ტესტოსტერონის გამომუშავებას რამდენიმე თვით , წლით ან შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში სასქესო ორგანოს დისფუნქცია განაპირობოს, რაც იწვევს ერექციის არ ქონას.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა