"სოფოს სახელოსნო" - სადღესასწაულო ხელნაკეთი ნივთები თქვენთვის და თქვენი პატარებისთვის
#წინასაახალწლოსაჩუქარიბიზნესს - სოციალური მხარდაჭერის ფარგლებში, TIA.GE ხელოვნებათმცოდნეს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგს, დიზაინერ სოფიო ჯანგულაშვილს წარმოგიდგენთ, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა სადღესასწაულო ხელნაკეთ ნივთებს სთავაზობს.
"ვქმნი ხელნაკეთ ნივთებს, რომლებიც განკუთვნილია სხვადასხვა დღესასწაულებისთვის და ასევე ყოველდღიურობაშიც შეიძლება მათი გამოყენება, ეს ნივთები მოიცავს საახალწლო დეკორაციებს, საღდგომო თუ სარვამარტო დეკორატიულ ნივთებს, სადღესასწაულო აქსესუარებს ბავშვების დაბადების დღეების გასალამაზებლად და ასევე თმის აქსესუარებს გოგონებისთვის", - აცხადებს დიზაინერი TIA.GE-სთან საუბრისას.
ნივთების შესაქმნელად დიზაინერი უპირატესობას ბუნებრივ მასალას ანიჭებს.
"ნივთებს და აქსესუარებს ვამზადებ სხვადასხვა მასალისგან: უპირატესობას ვანიჭებ თექას, თიხას, ბუნებრივ მასალას (გირჩები, რკო, ხის მერქანი), ვიყენებ აკრილის საღებავებს და სპეციალურ ლაქს... ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი მასალიდან. 6 წელია რაც ამ საქმით ვარ დაკავებული, პარალელურად კი ვარ პედაგოგი სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, ვფლობ ფარდაგის ქსოვის, გობელენის, თექის დამუშავების ასევე ძველი ქართული ხევსურული ჯვრული ქარგვის ტექნიკებს. პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე", - ამბობს სოფიო ჯანგულაშვილი.
დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონზე: 599 86 07 75
ან ეწვიოთ ფეისბუქ გვერდს: "სოფოს სახელოსნო/Handmade by sofo"