მამაკაცის ღალატის 10 ძირითადი მიზეზი
როგორც ამბობენ, ოჯახების უმეტესობა მამაკაცის ღალატის გამო ინგრევა. თითქოს გასაკვირი არაა, თუ მამაკაცმა „მარცხნივ“ გადაუხვია - ის ხომ პოლიგამიური არსებაა? სინამდვილეში, მამაკაცის ფსიქოლოგია არანაკლებ რთულია, ვიდრე ქალის.
მამაკაცის ღალატის მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც თავად მამაკაცის ინდივიდუალური მახასიათებლებით, ასევე მისი მეუღლის ქცევით.
შევეცადოთ დეტალურად გავიგოთ, რატომ ღალატობენ ქმრები ცოლებს.
1. ოჯახური რუტინა და ერთფეროვანი ცხოვრება
როგორი ლამაზი და ჯადოსნურიც არ უნდა იყოს ახალდაქორწინებულებს შორის ურთიერთობა, რამდენიმე წლის შემდეგ ვნება ცხრება და რომანტიკა ქრება. საყოფაცხოვრებო პრობლემებით გადაღლილ მეუღლეებს ახალი შთაბეჭდილებები და ემოციები აკლიათ. თუ ქალს ამის მშვიდად მიღება შეუძლია, შეუძლია, მამაკაცი ხშირად მიდის თავგადასავლების საძიებლად.
2. ცოლის გარეგნობა
როდესაც ცოლი მიმზიდველი ახალგაზრდა ქალიდან ბუზღუნა და მსუქან დიასახლისად იქცევა, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ქმარს თვალი ახალგაზრდა და კარგად მოვლილი ლამაზმანებისკენ გაექცევა. ვიღაც იტყვის, რომ კაცს ცოლი ისეთი უნდა უყვარდეს, როგორიცა, მაგრამ ცოლმაც უნდა იზრუნოს, რომ ქმარს ინტერესი და გრძნობა არ გაუქრეს და საკუთარ თავზე ყოველთვის უნდა იზრუნოს. სახლშიც კი შეიძლება გემოვნებით ჩაცმა და ფიგურის შენარჩუნება.
3. გაუცხოვება
თუ ცოლმა შეწყვიტა ქმრით აღფრთოვანება და მისი ენერგიის სწორი მიმართულებით წარმართვა, მაშინ ურთიერთობის გაცივება გარდაუვალია. ადრე თუ გვიან, ქმარი დაიწყებს იმის ძებნას, ვისთვისაც გმირი გახდება. გაითვალისწინეთ, რომ ქმარს ღალატისკენ ცოლის მუდმივი საყვედურები და უკმაყოფილებაც უბიძგებს. არავის სიამოვნებს გამუდმებული თავდასხმების სამიზნედ ყოფნა.
4. ხანგძლივი განშორება
არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ხშირად მამაკაცები ხანგრძლივი მივლინების დროს ღალატობენ და ეს უპატივცემულობის ან გულგრილობის ბრალი არაა. უბრალოდ, მამაკაცებს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები აქვთ. ქალს სექსის გარეშე გაცილებით დიდხანს შეუძლია ყოფნა, ვიდრე მამაკაცს. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი ღალატს ნორმად აღიქვამს, ქალი კი მისგან ტრაგედიას ქმნის.
5. ოჯახში ფუნქციების არასწორად განაწილება
როდესაც ცოლი მეტისმეტად დამოუკიდებელი ხდება და პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე იღებს, ქმარი სულ უფრო იშვიათად ხედავს მასში ნაზ არსებას, რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდება. მამაკაცი თავს ოჯახის უფროსად ვეღარ აღიქვამს. შედეგი ცოლის ღალატია მასზე სუსტ ან სულელ ქალთან.
6. ფინანსური საკითხები
ცოლ-ქმრის ურთიერთობაში უთანხმოება შეიძლება როგორც ფულის სიმცირემ, ასევე სიჭარბემ გამოიწვიოს. ფინანსური კეთილდღეობა მამაკაცის ერთგულებას გამოცდას უწყობს. ბუნებრივია, როცა ყველაფერი გაქვს, მაშინ უფრო მეტი ცდუნებაა. თუმცა არც სიღარიბე უწყობს ხელს ურთიერთობების განმტკიცებას. ფულის არარსებობის გამო, ოჯახში მუდმივი კამათი და გაუგებრობაა და ქმარი ნუგეშს სხვა ქალთან ეძებს.
7. პრობლემები ინტიმურ ურთიერთობაში
ზოგჯერ ხდება, რომ წლების შემდეგ მეუღლეებს შორის ინტიმური სიახლოვე იკლებს და ბოლოს საერთოდ წყვეტენ სასიყვარულო ურთიერთობას. ამის მიზეზი ბანალური დატვირთვა და დაღლილობაა, მაგრამ არც თუ ისე იშვიათად, ქმრები რეგულარული ინტიმური ურთიერთობის დროსაც კი ღალატობენ. ამას უფრო მეტად მომატებული სექსუალური ფუნქციის მქონე მამაკაცები აკეთებენ ან ისინი, ვინც სექსში მრავალფეროვნებას ეძებს. როცა ცოლი საწოლში ქმრის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, ის ამას უფრო უკომპლექსებო გოგონებთან ინაზღაურებს.
8. ახალი სიყვარული
ალბათ ეს ცოლისთვის ყველაზე საშიში სიტუაციაა. თუ ქმარს სხვა შეუყვარდა, განქორწინების თავიდან აცილება შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, ჩვენ სერიოზულ გრძნობებზე ვსაუბრობთ და არა უბრალო გატაცებაზე.
9. ჩხუბი, სკანდალი, ეჭვიანობა
ზოგჯერ მამაკაცები ცოლებს იმისთვის ღალატობენ, რომ გული ატკინონ. მორიგი ოჯახური კონფლიქტი შეიძლება მისთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდეს. სულ ერთია, რას შეეხება ეს ჩხუბი, მისი შედეგი მაინც ერთი იქნება - სახლიდან გაქცევის სურვილი, სადაც სიმშვიდე და კომფორტი არაა. ამ შემთხვევაში კაცი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ოჯახის გარეთ, ხშირად რჩება სამსახურში, ღამის გასათევად მიდის მეგობრებთან და შემდეგ სხვა ქალებთან.
10. მიბაძვის ეფექტი
და ბოლოს, მამაკაცის ღალატის კიდევ ერთი მიზეზი არის მიბაძვის ეფექტი. თუ ქმარი „ცუდ“ კომპანიაში მოხვდა, მასზე აუცილებლად მოახდენენ გავლენას მეგობრები ან კოლეგები, რომლებიც საყვარლის ყოლას მიჩვეულები არიან. ასეთ გავლენასთან გამკლავება საკმაოდ რთულია, რადგან კაცისთვის მეგობრობა წმინდაა.
არც ერთი ქალი არ არის დაზღვეული იმისგან, რომ საყვარელი და მზრუნველი ქმარი არ უღალატებს. თუმცა, ყველა ქალს შეუძლია სცადოს ამის პრევენცია. ნებისმიერ შემთხვევაში, ჯერ უნდა გესმოდეთ ასეთი ქმედების მოტივაცია და დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ გამოიტანოთ.