აირჩიეთ თქვენი მანდალა - ტესტი
მოდუნდით და ყურადღებით შეისწავლეთ შემოთავაზებული ვარიანტები, აირჩიეთ მანდალა ინტუიციურად, რომელიც სულიერად მიგიზიდავთ!
უძველესი დროიდან მანდალა ითვლება ღვთიური სამყაროს საკრალურ გამოხატულებად. შესაბამისად მაღალ ძალებს და ენერგიას ეხმარება მოძებნოს და დაამყაროს კავშირი ადამიანთან.
ენერგეტიკული პრაქტიკების ტრენერი, ფსიქოლოგი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ მანდალას ტესტს - ზუსტად არჩეულ მანდალას შეუძლია მოიზიდოს კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, ძალა, ენერგია, გადაწყვიტოს პრობლემები, დაგიცვათ ნეგატიური მოქმედებებისგან.
შემოუშვით თქვენი მანდალა თქვენს ცხოვრებაში!
იხილეთ პასუხები თქვენი არჩეული მანდალისა და ნუმერაციის მიხედვით:
1. მანდალა:
თუ ეს მანდალა აირჩიეთ, მაშინ თქვენთვის დამახასიათებელია გონებას დაუმორჩილოთ გრძნობები. მაგრამ ამის დადებითი მხარეა ფინანსური განვითარება და კარიერა, თქვენ გელოდებათ ამ გზაზე მნიშვნელოვანი წარმატებული ნაბიჯები. ხოლო, თუ თქვენ შეგიძლიათ მოხერხებულად გადართოთ ფოკუსი, ასევე შეძლებთ მიაღწიოთ სულიერ სიმყარეს. გაეხსენით სამყაროს და სამყარო გაგეხსნებათ.
2. მანდალა:
თქვენი არჩევანი საუბრობს თქვენს ემოციურობაზე, რომელიც ხშირად კრიზისულ ზღვარსაც გადადის. თავსაც კი გაიმეტებთ, სანამ თქვენს სიმართლეს არ დაამტკიცებთ, ასე ვთქვათ კომრპომისზე არ მიდიხართ. მაგრამ ამავდროულად ეს თვისება გახასიათებთ, როგორც შემოქმედებით და კრეატულ ადამიანს. ნუ მალავთ თქვენს მრავალფეროვან ნიჭს, მათში ჩადებულია წარმატება. მანდალა კი ხელსშეუწყობს ამ ყოველივეს.
3. მანდალა:
თქვენი მანდალა მოწმობს ემპათიურ უნარს. თქვენ შეგიძლიათ შეიგრძნოთ და თანაუგრძნოთ სხვა ადამიანებს, მაგრამ ამას აკეთებთ თქვენი ენერგიის ხარჯზე, რაც ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე და საერთო ცხოვრებისეულ ფონზე. მანდალა გიხმობთ ენერგიის დაბალანსებისკენ და ენერგიის გადინების გაკონოტროლებაზე. როდესაც ჩამოიშორებთ აღნიშნულ დისბალანსს, თქვენ გელოდებათ რამდენიმე მნიშვნელოვანი და პოზიტიური მოვლენები.
4. მანდალა:
თუ თქვენ აირჩიეთ მოცემული მანდალა, მაშინ თქვენ სტრუქტირირებული ადამიანი ხართ. თქვენ აუცილებლად ყველაფერი ზუსტად ჩამოყალიბებული უნდა გქონდეთ, სხვა შემთხვევაში განიცდით და თავგზაგებნევათ. მაგრამ ცალსახად გეხმარებათ ეს ყოველივე თვითრეალიზაციაში. ამასთანავე გახსოვდეთ რომ ჩვენი შეცდომები ჩვენივე ცხოვრების ნაწილია და ძალიან ღირებული და გამოცდილების შემძენი, რომელსაც სხვაგვარად სიბრძნე ეწოდება.
5. მანდალა:
თქვენი არჩევანი მოწმობს კარგ ფიზიკურ მონაცემებს! თუ ჯერ კიდევ არ მისდევთ აქტიურ ცხოვრების წესს, მაშასადამე ეხლა ზუსტად ის შესაფერისი დრო და მომენტია რომ დაიწყოთ მოქმედებები. რადგანაც თქვენ გელოდებათ ამ მხრივ დიდი წარმატება, ხოლო თქვენი თანმდევი მოთმინება, ნებისყოფა და მანდალას მხარდაჭერა გააძლიერებს თქვენს მაშტაბურ წარმატებებს!
6. მანდალა:
თქვენი არჩევანი საუბრობს სიყვარულის ხაზის და ენერგიის განვითარებას. სიყვარულია - თქვენი და თქვენი ცხოვრების გზის შემავსებელი! თქვენ შესანიშნავი მეოჯახე ხართ, პარტნიორი და მშობელი. თქვენს პიროვნებასთან თანაშეწყობილია მზრუნველობა და თბილი გრძნობები, მხარდაჭერა და სიყვარული, ეს ყოველივე კი მყარი საფუძველია ოჯახის. მანდალა კიდევ უფრო გააძლიერებს თქვენს გრძნობებს და ენერგიას.
7. მანდალა:
ეს მანდალა საუბრობს იმაზე, რომ თქვენ უზარმაზარი ფინანსური პოტენციალი გაგაჩნიათ. თქვენ ზუსტად ის ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია მოიზიდოს ფინანსური ნაკადი და მისი რაციონალურად გამოყენებაც გამოგდით, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც კი. შეისწავლეთ კარგად თქვენი გარემოცვა, ახლო მომავალში თქვენი გარემოცვა და თქვენი მანდალა დაგეხმარებათ განვითარებაში.
8. მანდალა:
თუ მოცემული მანდალა აირჩიეთ, მაშასადამე თქვენ იდეების გენერატორი ბრძანდებით! თქვენს იდეინობას და ქარიზმატულობას თქვენი საოცარი შთაგონება შეუძლია. თითქოსდა არსაიდან საჭირო და უსაზღვრო იდეა მოედინება გონებაში, თითქოსდა არსაიდან, მაგრამ სინამდვილეში ამას ყოველივეს ქმნის თქვენი სუფთა სული და ენერგია.
9. მანდალა:
თქვენი მანდალას არჩევანი საუბრობს თქვენს გამძლეობაზე და სულიერ სიძლიერეზე! თქვენთვის არარსებობს მიუღწეველი მიზნები და თქვენთვის უბრალოდ ამისათვის არსებობს ზუსტი და ჩამოყალიბებული გეგმა: დეტალური და მოცულობითი! თქვენ მუხტავთ გარშემომყოფებს საკუთარი გამძლეობით და არ აძლევთ უფლებას სამყაროს ქაოსში დაიბნენ.