თეგებით ძიება

ზურაბ მელიქიშვილი: მიქელაძის გადაწყეტლება ადასტურებს, რომ არჩევნები გაყალბდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ანა მიქელაძის სამსახურიდან წასვლა, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა.

„ჩვენ ვიცით, რომ ანა მიქელაძე დაახლოებით 1 თვეა სამსახურში არ დადის. მან უარი თქვა იმ რიცხების გამოცხადებაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა თამარ ჟვანიას მეშვეობით დაწერა.

ანა მიქელაძის განცხადება პოზიციის დატოვებასთან დაკავშირებით დასაფასებელი სამოქალაქო ნაბიჯია. მისი გადაწყეტლება ნათელი დადასტურებაა, რომ არჩევნები საშინლად გაყალბდა და ცესკოს მიერ დაწერილ შედეგებს ქართველი ხალხის არჩევანთან არანაირი საერთო არ აქვს.“

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა