თეგებით ძიება

"სამარცხვინო აქცია, ოცკაციანი ბანდა, სახე შეინარჩუნეთ"- რიჟვაძის პასუხი გაბრაზებულ მოქალაქეებს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე მთავრობის სახლთან მიმდინარე პროტესტს სამარცხვინოს, იქ შეკრებილ მოქალაქეებს კი ოცკაციანი ბანდას უწოდებს.

მეტიც, რიჟვაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა "შახე შეინარჩუნონ" ისე, რომ მეზობლის მისალმება არ შერცხვეთ და მშობლებმა შვილებს არ უთხრან "ასეთები არ გაიზარდოთო".

"რადგან გუშინ ერთი რიგითი წესიერი ბათუმელიც შეწუხდა. ეგრეთწოდებული მარგინალების ზღვარგადასული ე.წ. პროტესტით, თავს ვალდებულად მივიჩნევ ამ ოცკაციან ბანდას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ არც პარტია, არც თქვენი გაქცეული მსჯავრდებული ბელადი არ ღირს, რომ თქვენს უსაქციელობაზე, უკადრებლის კადრებაზე საუბრობდეს მთელი აჭარა", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა