იაპონიელი ქალების საიდუმლო - როგორ იბანენ პირს, რომ ასაკშიც პატარა გოგონასავით გამოიყურებიან?
მეთოდი, რომელსაც ამჟამად შემოთავაზებთ, ძირითადად იაპონელი ქალები იყენებენ, მაგრამ მარადიული ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლოებებმა ჩვენამდეც მოაღწია.
ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს საკმაოდ მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდია, ამიტომ ყველამ უნდა სცადოს.
მეთოდი მდგომარეობს დილას ან საღამოს პირის მინერალური წყლით დაბანაში. პირველ რიგში, სრულად გაიწმინდეთ კანი იმ მეთოდით, რომელსაც მიჩვეული ხართ (წყალი, რძე, მკვებავი კრემი), მაგრამ ისე, რომ სახეზე მაკიაჟი არ დარჩეს.
ამის შემდეგ სახე მინერალური წყალით დაიბანეთ. რამდენიმე დღეში თქვენ გლუვი, მყარი და ახალგაზრდული სახის კანი გექნებათ.
კანის გაღიზიანება რომ თავიდან აიცილოთ, ეს მეთოდი მხოლოდ კვირაში ერთხელ უნდა გამოიყენოთ. ეს კარგი შედეგისთვის სრულიად საკმარისი იქნება და უფრო ეკონომიურადაც გამოხვალთ.
მინერალური წყლით სახის დაბანის კიდევ ერთი გზა არსებობს. ჩაასხით მინერალური წყალი ფორმებში და გაყინეთ. პირი ჩვეულებრივ წყლით დაიბანეთ და ბოლოს კანი მინერალური წყლისგან დამზადებული ყინულით დაიმუშავეთ.
კიდევ რამდენიმე მარტივი რჩევა ახალგაზრდული და ლამაზი სახის კანისთვის:
1. აიღეთ 1 ლიტრი ადუღებული წყალი და დარბილებისთვის დაუმატეთ მეოთხედი კოვზი სოდა. სახის კანისთვის ასეთი წყლით დაბანა ძალიან სასარგებლოა.
2. 1 ლიტრ წყალს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი. მჟავე წყალი ხელს უწყობს კანის საფარში მჟავა-ტუტოვანი ბალანსის შენარჩუნებას, რაც სახისთვის ასევე ძალიან სასარგებლოა.
კვირაში ერთხელ ჩაიტარეთ ზემოთ დასახელებულებიდან რომელიმე პროცედურა და ყოველთვის ხავერდოვანი, გლუვი კანი გექნებათ.