თეგებით ძიება
01. 12. 2020 მსოფლიო

ირანი ატომური იარაღის შესაქმნელად ემზადება?- პარლამენტმა ურანის გამდიდრების კანონპროექტი ოფიციალურად დაარეგისტრირა

ირანის პარლამენტმა დაამტკიცა მთავარი ბირთვული პროექტის ახალი დებულება საქმიანობის აქტივიზაციის შესახებ- ამასთან დაკავშირებით აქვეყნებს სტატიას სახელმწიფო მედია, FARS-ი. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბირთვული ფიზიკოსის, მოჰსენ ფახრიზადეს მკვლელობის შემდეგ დაჩქარებული წესით განიხილეს დოკუმენტი სახელწოდებით ’’სანქციათა მოხსნის სტრატეგიული ღონისძიება“. კანონპროექტს 290 დეპუტატიდან 251-მა დაუჭირა მხარი.

აღნიშული კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი იქნება წელიწადში 120 კილოგრამი ურანის წარმოებასა და დაგროვებას- 20 %-ით მოხდება ურანის გამდიდრება ( ამ მაჩვენებელზე მეტი უკვე ბირთვული იარაღის დასამზადებლადაა საკმარისი) . ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციას ზემოხსენებული კანონის რატიფიკაციისთვის ორი თვე განუსაზღვრეს.

ყოველთვიურად აგრეთვე იგეგმება, სულ მცირე 500 კილოგრამი დაბალი გამდიდრებული ურანის წარმოება. ამ ღონისძიებათა მიხედვით ირანი ურანის წარმოების ლიმიტს, 3.67-ს სცდება და 4 %-ზე მეტს გაამდიდრებს, რითაც ბირთვულ შეთანხმებას ოფიციალურად დაარღვევს.

კანონპროექტის ერთ-ერთი დებულებაში აგრეთვე წერია, რომ უნდა მოხდეს არაკში მძიმე წყლის რეაქტორის აღდგენა და აგრეთვე იმავე მოცულობის 40 მეგავატიანი რეაქტორის მშენებლობა რადიოზოტოპების საწარმოებლად, რომელიც სამედიცინო მიზნებისთის იქნება გამოყენებული. ატომური შეთანხმება ითვალისწინებდა არაკში არსებული რეაქტორის რადიოზოტოპების საწარმოებულად ისე გადაკეთებას, რომ მას არ შესძლებოდა პლუტონიუმის წარმოება, რომელიც ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს შეადგენს ბირთვული იარაღის მისაღებად.

პარლამენტის მიერ მიღებული დოკუმენტი აგრეთვე ავალდებულებს მთავრობას, რომ 2 თვის ვადაში შეაჩეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელთა დაშვება და ინსპექტირება ირანის ბირთვული ობიექტებზე.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა