თეგებით ძიება
01. 12. 2020 COVID - 19

BioNTech-მა და Pfizer-მა ევროკავშირში თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს

გერმანულმა ფარმაცევტულმა კომპანია BioNTech-მა და მისმა ამერიკულმა პარტნიორმა Pfizer-მა მედიკამენტების ევროპულ სააგენტოში (EMA) თავისი ვაქცინის რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს.

როგორც BioNTech-ის ვებგვერდზეა ნათქვამი, უწყებამ მათი განაცხადის განხილვა 1-ელ დეკემბერს დაიწყო.

თუ EMA ჩათვლის, რომ ვაქცინა BNT162b2-ის გამოყენების უპირატესობები აჭარბებს მისი გამოყენების რისკებს, უწყება კომპანიებს ბაზარზე შეზღუდული წვდომის ნებართვას მისცემს.

შეზღუდული წვდომა პრეპარატის გამოყენების დროებით ნებართვას ნიშნავს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის კლინიკური ცდები დასრულებული არაა. კომპანიაში აცხდებენ, რომ თუ მათი განაცხადი დაკმაყოფილდება, ევროპაში ვაქცინაცია უკვე წლის ბოლომდე დაიწყება.

კვლევების მიხედვით, ვაქცინა BNT162b2-ის ეფექტურობა 95%-ს, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში კი 94%-ზე მეტს აღწევს. სერიოზული გვერდითი მოვლენები კვლევის მონაწილეებთან არ დაფიქსირებულა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

"იმედინიუსი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა