თეგებით ძიება
01. 12. 2020 მსოფლიო

Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ევროკავშირის ქვეყნები 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღებენ

Pfizer-ისა და BioNTech-ის მიერ წარმოებული კოვიდ 19-ის ვაქცინა ევროპაში დეკემბრის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი- განაცხადეს კომპანიების ხელმძღვანელებმა მას შემდეგ, რაც მიმართეს ევროკავშირის ქვეყნებს გადაუდებელი საჭიროების ფარგლებში მისი მიღებისა და გამოსაყენებლად ნებართვის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით.

ევროპის მედიცინის სააგენტოს მიმართ განცხადება მას შემდეგ იქნა გაგზავნილი, რაც კომპანიებმა ამერიკის საკვებისა და წამლის მწარმოებელ სააგენტოს მიმართეს ვაქცინის დაუყოვნებლივ გამოყენებასთან მიმართებით.

ევროპის მედიცინის სააგენტოს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მას შემდეგ რაც შემოწმდება ოფიციალურად ვაქცინის დადებითი ეფექტი ვირუსთან ბრძოლაში, ვაქცინა პირობითად ვაჭრობის ნებართვას მიიღებს, რომლის საფუძველზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლომდე დაიწყება ევროპაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია Pfizer-ის მიერ წარმოებულმა ვაქცინამ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ 95 %-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა