თეგებით ძიება

გენერალი ბენ ჰოჯესი: საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მივიწვიოთ

​ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალი ბენ ჰოჯესი მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ში ახლავე უნდა მიიწვიონ. შესაბამისი განცხადება ბენ ჰოჯესმა ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ დისკუსიის დროს გააკეთა.

ამერიკელმა გენერალმა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ და ნატო უფრო მეტად ფოკუსირებულები უნდა იყვნენ ამ რეგიონზე. მან ასევე ჩამოთვალა ის ნაბიჯები, რომლებიც მისი აზრით, აშშ-მა საქართველოს მხარდასაჭერად უნდა გააკეთოს.

„პირველი - ახლავე მივიწვიოთ საქართველო ნატო-ში. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, დასავლეთ გერმანია ნატო-ს წევრი გახდა, როდესაც აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა ჯარი იდგა. ასე რომ, არსებობს სახელმწიფოს ნატო-ში მიწვევის პრეცედენტი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ“, - განაცხადა ჰოჯესმა.

მან კიდევ ერთ ნაბიჯად, უფრო მეტი და მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება დაასახელა. მესამე ნაბიჯად გენერალი საქართველოში სამხედრო ინფრასრუქტურაში ინვესტიციების ჩადებას მიიჩნევს

"იმედინიუსი"


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა