თეგებით ძიება

ამ თვეში ოპოზიციური პარტიების ლიდერების სასამართლო პროცესები ჩაინიშნა

"მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გავარამიას შემდეგ, ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი სასამართლო პროცესები განახლდა.

როგორც ცნობილი გახდა, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 15 დეკემბერს განახლდება.

გარდა ამისა, "ევროპული საქართველოს" ლიდერი, გიგი უგულავა ამბობს, რომ მის საქმესთან დაკავშირებული პროცესი 10 დეკემბერს ჩაინიშნა.

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ 14 დეკემბერს მისი პროცესი გაიმართება.

"მე, მელია, უგულავა, გვარამია და სხვები ჰო, მაგრამ პატარა ვაშაძეს და გირჩი ზურას არ მოგვაყოლებენ?" — წერს ოქრუაშვილი.

"კომერსანტი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა