თეგებით ძიება

საახალწლო სოფლისთვის განკუთვნილი თანხით გაჭირვებულებს დავეხმარებით — კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თანხით, რომელიც საახალწლო სოფლის მოწყობაში იყო განსაზღვრული, გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან.

"700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფელი. ეს თანხა, რაც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში და დავეხმარებით ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინა საახალწლო დღეებში", — განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განცხადებით, გაჭირვებული ოჯახების დასახმარებელი პლატფორმა უკვე შექმნილია, ნახევარი მილიონი ლარი გამოყოფილია და მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოხუცებსა და გაჭირვებულ ოჯახებს საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ.


წყარო:on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა