თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

დღეიდან 1 თებერვლამდე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს — ბერდია სიჭინავა

დღეიდან 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე ინტენსიური ტესტირების პროგრამა იმოქმედებს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ისაუბრა.

"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორთვიანი გეგმის ფარგლებში, დღეიდან 1 თებერვლამდე ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, რაც გულისხმობს, რომ დღეში, დაახლოებით, 20 ათასი ტესტი გაკეთდება სახელმწიფოს მიერ. ამას დაემატება კერძო ლაბორატორიებსა და კლინიკების მიერ ჩატარებული ტესტები", — განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

სიჭინავას თქმით, განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღება შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში.


წყარო:on.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა