თეგებით ძიება

პური 15-20 თეთრით ძვირდება - რა გამოსავალს სთავაზობს ხელისუფლება მწარმოებლებს

რეალურად, პური 15-20 თეთრით ძვირდება, თუმცა მოსახლეობისთვის გაძვირება, სუბსიდირების ხარჯზე, არ მოხდება - ეს მდგომარეობა გათვალისწინებულია აპრილამდე, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სუბსიდირების პროგრამაში ჩაერთვებიან ის მწარმოებლები, რომლებიც 1 ტონა ფქვილს ხარჯავენ.

„რეალობა ასეთია - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ფაქტობრივად გაორმაგებულია ხორბლის ფასები. მსოფლიოში 8 ქვეყანაა ხორბლის გამყიდველი. მათ შორის ჩვენს რეგიონში რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ევროპაში საფრანგეთი, ხოლო ამერიკის კონტინენტზე - ეს არის ამერიკა, არგენტინა და კანადა ასევე, ავსტრალია. წელს გამოყოფილად ორ ქვეყანას, რუსეთს და ავსტრალიას ყველაზე მეტი გასაყიდი მოსავალი მოუვიდათ. რუსეთმა საკმაოდ მაღალი ფასები დააწესა. მდგომარეობა ურთულესია - ჩვენი ლარის მიმართებაში და საერთოდ ეს ყველაფერი ერთად ფოკუსირდება ფასებზე. მინდა იცოდეთ, რომ პურში ფქვილის ღირებულება არის საკმაოდ მაღალი, ამიტომ ეს არის, რა თქმა უნდა, სატკივარი და საფიქრალი. მეწარმეები შექმნილ ვითარებას გაგებით ვეკიდებოდით და ყოველთვის საკითხებს ვაყენებდით მთავრობის წინაშე. მე მინდა დავაფიქსირო, რომ პური არ გაძვირდება, რადგან სუბსიდირება განხორციელდება”, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

ამასთან მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასი პურის მწარმოებლებისთვის არ გაიზრდება.

„გაზის მწარმოებელმა დამირეკა და მითხრა, რომ ფასის ზრდის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება პურის მწარმოებლებს არ შეგეხებათო, თუმცა წყლის მაღალი ღირებულება შეგვრჩა პურის ქარხნებს, რაც ძალიან სამწუხაროა”, - განაცხადა დოლიძემ.

bpn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა