თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

10 000 დოზა გრიპის ვაქცინა ოკუპირებულ აფხაზეთს გადავეცით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ გრიპის ვაქცინის 235 000 დოზა შეისყიდეს და 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცეს.

"ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, კერძო სექტორს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 60-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული დღევანდელი დილის მონაცემებით დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის, 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს. ასევე, აიცრა ქართული ჯარი და კიდევ ის რისკ ჯგფები, რაც ჩამოთვლილია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშა, რომ ქვეყანას ვაქცინის ამდენი მარაგი არ ჰქონია და ყველას შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებებში და აიცრას.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა