თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ტესტის პასუხის გადამოწმება:

"როდესაც გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 4000 შემთხვევა, ანუ ე.წ. შეფასებითი მაჩვენებელი, ანუ ადმიანები ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომოები არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად, მაგრამ ამავე დროს, არიან გამავრცელებლები. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და იზოლირება მოხდეს. ანუ ე.წ. ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ ეპიდემიის გავრცელების, ან შევანელოთ გავრცელება, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ყველა ინფიცირებულის, იქნება ეს მსუბუქი თუ უსიმპტომო და შემდეგ მათ იზოლირებას.

ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. თუმცა, მხოლოდ ორ შემთხვევაში შესაძლოა, მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, გადამოწმდეს. ან მეორე შემთხვევაში, თუ კორონავირუსის სიმპტომებია გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით, შესაძლოა, ტესტი გადამოწმდეს. მაგრამ, თუ ადამიანი სიმპტომებიანია, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება, ამ შემთხვევაში, ის ადამიანი და ოჯახის ექიმი მოქმედებს იმ პტოტოკოლით, როგორც არის ოქროს სტანდარტით, ანუ PCR-ით დადასტურების შემთხვევაში," – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა