თეგებით ძიება

სოლიდარობა ბათუმელებს - დღეს, 17:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია ბუშტებს გაუშვებს

დღეს, 17:00 საათზე ბათუმში განვითარებული მოვლენებისადმი სოლიდარობის მიზნით პარლამენტის შენობის წინ ოპოზიცია ბუშტებს გაუშვებს - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დააანონსა:
"ბათუმის სოლიდარობის და სახელმწიფოს კომიკურობის აღსანიშნავად დღეს პარლამენტის წინ გავუშვებთ ბუშტებს. ერთ-ერთ ბუშტს ექნება დიდი პატივი ერქვას მონა რიჟვაძე. 17.00 პარლამენტთან დაიცავი ბუშტი" - წერია პოსტში.

შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე რამდენიმე პირი მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ მიიტანეს ჰელიუმის ბუშტები, რომელსაც "ბიძინას მონა რიჟვაძე" ეწერა.

წყარო:newpost.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა