თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

კოვიდ კლინიკაში პაციენტები მოიწამლნენ

რუხის მრავალპროფილურ კოვიდ საავადმყოფოს მესამე სართულზე მყოფი პაციენტების ნაწილი საკვებით მოიწამლა. როგორც საავადმყოფოსთან მისული პაციენტების ახლობლები აცხადებენ, ამის შესახებ წუხელ შეიტყვეს.

„დედაჩემი 80 წლისაა, სოფელ რიყედან ვართ. წუხელ რომ ველაპარაკე მითხრა,რომ რაღაცამ მოწამლა და შეუძლოდ იყო, არ იცის რისგან, შეიძლება ხილიც იყოს, ზუსტად არ იცის“,- გვითხრა შვილმა.

„მასიურად მოვიწამლეთ საკვებით, მე საჭმელს ვაბრალებ. მოიწამლა ასევე ის, ვინც ჩემთან იწვა პალატაში. ექიმებმა აღმოგვიჩინეს დახმარება, წუხელ მოხდა ეს ფაქტი. ასე ამბობენ მასიურად მოიწამლაო ხალხი. გაერკვევიან ალბათ რაც მოხდა”,- ამბობს შუახნის მამაკაცი ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ხამისკურიდან, რომელიც საავადმყოფოდან 14 დღის შემდეგ დღეს გაეწერა.

„გუშინ 4 საათზე პაციენტებმა მიიღეს საკვები და მოხდა მათი მასიური ინტოქსიკაცია, ძირითად ულუფაში არის ხორცეული და ფაფები, საშინელ მდგომარეობაში ჩავარდნენ როგორც პაციენტები, ასევე ექიმები და ყველაფერს აკეთებდნენ მათ გადასარჩენად. ეს არის ყველაფერი მთავრობის ბრალი, რომლებიც ვერ ახერხებენ ნორმალურად მიხედონ აქ მყოფ პაციენტებს“,- გვითხრა ახლადგამოწერილმა, ზუგდიდის მკვიდრმა მანანა მიქავამ.

ფაქტს უარყოფს კლინიკის მენეჯერი ნინო აკობია და ამბობს, რომ მასიური მოწამვლის ფაქტებს ადგილი არ ჰქონია.

„კოვიდს ახასიათებს დიარეაც და ღებინებაც, საკვებით მოწამვლის ფაქტებს ვერ დავადასტურებ, ასეთი ჩივილები რამდენიმე პაციენტს აწუხებს”,- ამბობს მენეჯერი.

ამჟამად რუხის საავადმყოფოში 180 პაციენტი იმყოფება. კლინიკაში სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან და ნიმუშებს იღებენ.


ptn.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა