თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

6-დან 11 წლამდე ბავშვებში პირბადის ტარება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მოხდეს

ხუთ წლამდე ბავშვებმა პირბადე არ უნდა ატარონ. ამის შესახებ საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.

როგორც პირველ დეკემბერს გასაჯაროვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, 6-დან 11 წლამდე ბავშვებმა პირბადის ტარების გადაწყვეტილება რისკების შეფასების საფუძველზე უნდა მიიღონ.

ასეთი რისკის ფაქტორები შეიძლება იყოს კორონავირუსის გადაცემის მაღალი რისკი, რამდენად შეუძლია ბავშვს პირბადის წესების დაცვით ტარება და თუ ჰყავს მას ზედამხედველი უფროსი ადამიანი, ადგილობრივი სოციალური და კულტურული გარემო, ასევე თუ ბავშვი იმყოფება ხანდაზმულ ნათესავებთან ან სკოლაში“, – წერია რეკომენდაციაში.

12 წლიდან ბავშვებმა უფროსების მსგავსად უნდა ატარონ პირბადე.

ამასთან, განსაკუთრებული მიდგომა ვრცელდება იმ ბავშვებზე, რომელთაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ ან სპეციფიკური დაავადებები აღენიშნებათ. (მათ შორის სიმსივნე), ასევე განსაკუთრებული შესაძლებლობის მქონე ბავშვებზე, რომელთაც პირბადის ტარების დროს შეიძლება საფრთხე შეექმნათ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, ასევე აცხადებენ, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს პირბადის ტარება უფროსებისთვის აუცილებელია როგორც შენობებში, ისე გარე სივრცეებშიც, იმ შემთხვევაში თუ ერთ მეტრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება.

ამასთან, შენობებში, სადაც ჰაერის განიავება არ ხდება, პირბადის ტარება მუდმივად არის რეკომენდებული.


1tv.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა