ქალური "ხრიკები" ფსიქოლოგისგან - როგორ შევცვალოთ მამაკაცის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ
ქალბატონების მხრიდან ხშირად დასმული კითხვა, თუ როგორ უნდა მოვიქცე, რომ მამაკაცი ავლენდეს ჩემს მიმართ მხარდაჭერას, როდესაც რამეს ვთხოვ და მივმართავ?!
ქალბატონებო, ფსიქოლოგი და პერსონალური ქოუჩი ანუკი ვეფხვაძე ჩვენი საიტის მკითხველებს, სპეციალურად თქვენთვის, გთავაზობთ სტატიას თემაზე, როგორ "როგორ შთავაგონოთ მამაკაცი კარგ ქცევებზე", რომელიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სასიკეთოდ შეცლაში დაგეხმარებათ.
"რადგან მამაკაცის მხრიდან ქცევები და მოქმედებები ქალისთვის ერთგვარი პასუხი და სარკეა, თუ რას გრძნობს სინამდვილეში მამაკაცი მის მიმართ“, პირველ რიგში კითხვის ფორმულირება აუცილებელია, რომ შედეგიანი პასუხი მივიღოთ, ეს როგორც ალგორითმი, სწორედ აჟღერებ კითხვას სამყაროში და პასუხსაც შედეგიანს და ჩამოყალიბებულს ღებულობ!
ამიტომ კითხვა შემდეგნაირად ფორმულირდება: "როგორ შთავაგონოთ მამაკაცი კარგ ქცევებზე", რადგან იძულებით გააკეთებინო ადამიანს რაიმე, დამეთანხმებით, რომ ამით წყვილში ვერცერთი შეიგრძნობს სიხარულსა და კმაყოფილებას.
მამაკაცი თუ რაიმეს აკეთებს თავისი მეწყვილესათვის, აკეთებს იმ მოტივით, რომ გაახაროს და კიდევ ერთხელ დაანახოს, რა მაგარია და რა შეუძლია, ასე რომ ვთქვათ სასიამოვნოდ გააოცოს საყვარელი ადამიანი.
ეხლა მეორე კითხვაზე გადავიდეთ: "როგორი ქალი შთააგონებს მამაკაცს? აქ უკვე ადამიანი იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და აცნობიერებს, რომ თუ სასურველი მოვლენების მიღება სურს ცხოვრებაში, ამისათვის უნდა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია ძველი ჩვევების ახლით შეცვლა. ეს არამარტო ამ კონკრეტულ საკითხს ეხება, არამედ გლობალურად და ზოგადად ყველა ცხოვრებისეულ საკითხს.
გთავაზობთ ქალური შთაგონების გასაღებებს:
1. მსუბუქი ხასიათი:
ქალი, რომელიც შთააგონებს თავის საყვარელ მამაკაცს, მეუღლეს, ამას აკეთებს მსუბუქად და პირველ რიგში, საკუთარ თავს აძლევს უფლებას, მიიღოს მამაკაცისგან გამოვლენილი მზრუნველობა, მხარდაჭერა. არასოდეს ართულებს და არჩევს საქმეებს მეწყვილესთან. გადაწყვიტეთ თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი: იყოთ მართალი თუ ბედნიერი?!
2. ნდობა მამაკაცის მიმართ:
ქალი, რომელიც შთააგონებს მამაკაცს, აუცილებლად ენდობა თავის მეუღლეს, რადგან თუ თხოვეთ რაიმე და დაგპირდათ, აუცილებლად უნდა გჯეროდეთ, რომ საუკეთესოდ გამოუვა.
3. ყოველთვის იყავით შთაგონების წყარო:
იყავით რესურსულ და პოზიტიურ განწყობაზე, რომელიც მეწყვილეში დადებით თვისებებზე და მის ნათელ მხარეზეა ფოკუსირებული. რადგან თუ თქვენ მხოლოდ მის ნეგატიურ თვისებებზე ფოკუსირდებით, ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად გამოვლინდება იგი თქვენს წინაშე.
4. გამოხატეთ მადლიერება, აღიარება და პატივისცემა:
გამოხატეთ მადლიერება თუნდაც წვრილმან მხარდაჭერაზე დადებითი ემოციები, სიყვარული და აღფრთოვანება, რადგან ამ დამოკიდებულებით თქვენგან იგრძნობს, როგორც მამაკაცი აღიარებასა და პატივისცემას. თვითონაც ისწავლის მადლიერებას და მსგავსს დამოკიდებულებას გამოავლენს თქვენს მიმართ, როდესაც თქვენი მეწყვილე გახარებთ კარგი ქცევებით, სასიამოვნო სიუპრიზებით და ხედავს, რომ ეს გაბედნიერებთ, აუცილებლად გააგრძელებს ამის კეთებას.
5. უარის მიღება:
გააცნობიერეთ, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობაში ნაკლებად შეიქმნათ მოლოდინები, როგორი ურთიერთობის ეტაპზეც უნდა იყოთ. თუნდაც როდესაც რაიმეს თხოვთ თქვენს მეწყვილეს და უარს იღებთ. რადგან ესეც ხდება, როდესაც შეგისრულათ ათჯერ სურვილი და შემდეგ უარზეა. ამისთვისაც მზად უნდა იყოთ და მსუბუქად მიიღოთ, ნუ დაიწყებთ სკანდალების მოწყობას გადაერთვეთ სხვა რამეზე, დამიჯერეთ, თქვენი მეწყვილე, რომ შეხედავს თქვენს ასეთ ქცევას, გადაიფიქრებს და მოულოდნელად სასიამოვნოდ გაგაოცებთ.
6. საზღვრების დაცვა:
რათქმაუნდა იდეალურ ურთიერთობაშიც ჩნდება უკმაყოფილება, როდესაც რაიმე არ მოგწონთ მის ქცევაში, ამ დროს მნიშვნელოვანია უბრალოდ აგრძნობინოთ, რომ ამით თქვენს გულს და ყურადღებას ვერ დაიმსახურებს, აგრძნობინეთ: "რა მისი საქციელი და ქცევა იპყრობს თქვენს დადებით ემოციებს, მადლიერებას“
მაგრამ ეს ყოველივე გააკეთეთ ბრძნულად და ქალური ხელოვნებით ყოველგვარი საყვედურებისა და აურზაურის გარეშე.
გისურვებთ ბედნიერ შთამაგონებელ ურთიერთობას!