თეგებით ძიება

ბედნიერების ჰორმონის ნაკლებობა, გულ-სისხლძარღვთა პრობლემები - რა ემართება სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ გაქვთ სექსი?

ბავშვობაში გვასწავლეს, რომ ინტიმურ ურთიერთობებში თავშეკავება კარგია, თუმცა ჯიუტი მეცნიერება საპირისპიროს ამტკიცებს. გაიგეთ, რა დაემართება თქვენს სხეულს, როცა დიდი ხნის განმავლობაში არ გქონიათ სექსი.

დავიწყოთ იმით, რომ სისტემატიური სექსი ძალიან დადებითად მოქმედებს ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე. ასე რომ თუ სექსი არ გაქვთ, ავადობის შანსი იზრდება.

სექსის დროს წარმოიქმნება ე.წ ბედნიერების ჰორმონი - სეროტონინი. სწორედ მისი არარსებობა იწვევს ცუდ განწყობას და დეპრესიას.

სექსის ხანგრძლივი არარსებობა ხშირად სექსუალური ლტოლვის გაქრობას იწვევს და ქალისთვის აღგზნება რთულდება. ხოლო თავშეკავებამ მამაკაცებში შეიძლება რამდენჯერმე გაზარდოს ერექციული დისფუნქციის შანსი.

სექსის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და ზრდის ინფარქტის რისკს. ბოლოდროინდელი გამოკვლევების თანახმად, ადამიანებში, რომლებსაც სექსი კვირაში ორჯერ ან მეტჯერ აქვთ, გულის შეტევის რისკი 45%-ით ნაკლებია, ვიდრე მათთან, ვინც თავს იკავებს სქესობრივი ცხოვრებისგან.

მამაკაცებს, რომლებიც სქესობრივ ცხოვრებას გაურბიან, აქვთ პროსტატის კიბოს განვითარების რისკი. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მამაკაცები, რომლებსაც სქესობრივი კავშირი თვეში 20-ჯერ მაინც აქვთ, ამ საშიში დაავადების რისკს ამცირებენ 33 პროცენტით.

სისტემატიური სექსი ასევე ზრდის ნეირონების ზრდას ტვინის ლიმბური სისტემის ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ ზღაპრები „თუ სექსზე ნაკლებს იფიქრებ, დაჭკვიანდები" სრული ტყუილია. პირიქითაა მართალი.

სექსის შემდეგ, სხეული გამოიმუშავებს ჰორმონს პროლაქტინს, რომელიც სხეულს „აყუჩებს“ და კუნთებს ამშვიდებს. თუ ეს ჰორმონი არ არსებობს, ჩნდება ძილთან დაკავშირებული პრობლემები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა