თეგებით ძიება
02. 12. 2020 COVID - 19

ინფექციური საავადმყოფოს მიმღები განყოფილების გამგეს კორონავირუსი დაუდასტურდა

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგეს, მაია ზალდასტანიშვილს პირველადი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა, ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის კლინიკაში, იზოლაციაში რჩება და საორგანიზაციო საკითხებს აგვარებს, რის შემდეგაც კლინიკას დატოვებს.

„ახლა ვაწესრიგებ მორიგე პერსონალს, რომ განყოფილება არ დავტოვოთ მორიგე ექიმების გარეშე და რაღაცნაირად შევადგინე სია და ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმედია, ექიმები გვეყოლებიან“, – განაცხადა მაია ზალდასტანიშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა