თეგებით ძიება

დავით ზალკალიანი: ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, ნატოს წევრობა, ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანოთ

ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ ჩვენი მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, ნატოს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები.

ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებია უკვე ასახული ამ დოკუმენტში. პირველ რიგში კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებები. ეს დადასტურებულია ამ დოკუმენტის სარეკომენდაციო ნაწილში და პირდაპირ არის მოწოდება, რომ იმ ქვეყნებთან და საუბარია ასპირანტ ქვეყნებზე, პირველ რიგში საქართველო იგულისხმება, რომ ნატომ კიდევ უფრო უნდა გააფართოვოს ჩართულობა და ახალ დონეზე აიყვანოს გაწევრიანების საკითხი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც განხილულია სწორედ ამ 20-30 წლის ნატოს სტრატეგიის ფარგლებში და მიანიშნებს იმ მიმართულებებს, რომელიც იქნება პრიორიტეტული ნატოსთვის უახლოეს პერიოდში. ჩვენ ყველანაირად მზად ვართ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანი, რომელიც გაცხადებული გვაქვს, ნატოს წევრობა მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ჩვენი ქმედებით, რეფორმების განხორციელების კუთხით, თანმიმდევრულობით, ასევე უსაფრთხოების გამოწვევებთან, ჩვენს ნატოელ პარტნიორთან ერთად ბრძოლის თანმიმდევრული პოლიტიკით ვაახლოვებთ ამ პროცესს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა