თეგებით ძიება
02. 12. 2020 News-ები

ჯანმო: უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებით, უახლოესი 3-6 თვის განმავლობაში, ვაქცინის საკმარისი მარაგი არ იქნება, რათა ინფიცირების ზრდა თავიდან ავიცილოთ.

„ვაქცინის საკმარისი მარაგი არ გვექნება, რათა თავიდან ავიცილოთ ინფიცირების შემთხვევების ზრდა უახლოეს 3-6 თვეში“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

ჯანმოს საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა სოციალური დისტანცირებისა და სხვა ზომების დაცვა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა